თერმოქრომული ეტიკეტი - მორიგი ინოვაცია „ნატახტარისგან“
2020-07-21 16:15:22
ეტიკეტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს დარწმუნდნენ, რომ მათი ლუდი ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად საკმარისად ცივია
ლუდის გემოს აღქმისთვის მისი ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ლუდისთვის იდეალური ტემპერატურა 4-6 გრადუსია. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, გავიგოთ როდის მიაღწია ლუდის ტემპერატურამ სასურველ დონეს. ამიტომ, ამ ზაფხულს „ნატახტარის“ ეტიკეტზე თერმოქრომული ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ თერმომეტრის ნიშანს აღმოაჩენთ.
თერმომეტრი სიცივეზე მგრძნობიარეა და მისი დახმარებით მომხმარებელი მარტივად მიხვდება, როდის არის ლუდი იდეალურად ჩაცივებული. როცა თერმომეტრი ლურჯ ფერს იღებს, ეს ნიშნავს, რომ ლუდი იდეალურად ცივია, ანუ 4-6 გრადუსს აღწევს.
სწორედ ასე გამოიყურება ჩაცივებამდე და ჩაცივების შემდეგ
ქართული ლუდის ბაზრზე „ნატახტარი“ პირველია, რომელიც თერმოქრომულ ეტიკეტს იყენებს.
„ჩვენ ვუსმენთ მომხმარებელს გულისყურით, რათა გავიგოთ რა სჭირდება მას. ეს არის ჩვენი მიდგომა. არა მხოლოდ ვუსმენთ, არამედ წინასწარგანვჭრეტთ იმ საჭიროებებს, რაც მას გააჩნია. ამ ზაფხულს ჩვენს მომხმარებლებს გაგრილება და ჩაცივებული ლუდი სჭირდებათ. ჩვენ კი დავეხმარეთ ლუდის მოყვარულებს, „ნატახტარი“ სწორ ტემპერატურაზე მოიხმარონ და მისი გემო სრულყოფილად შეიგრძნონ. ამასთან, ეს დამატებითი ფუნქცია უფრო სახალისოს ხდის ლუდის დალევის რიტუალს.
წელს ყველასთვის რთული წელია და ვფიქრობ, ბრენდებმა უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ იმაზე ფიქრს, თუ რას არგებენ ისინი მომხმარებელს. დღესდღეობით, ტექნოლოგია და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად არის ინტეგრირებული ყველა სექტორში, და რატომ არ უნდა ყოფილიყო ლუდში? ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ჩვენი მომხმარებლების ზრუნვისთვის, რაც ჩვენი კომპანიის კულტურის ნაწილია. ელოდეთ სიახლეებს! - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა.
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
კომენტარები