„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
“ლელოს" ლიდერები და წევრები ადგილობრივებს მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ, გააცნეს “ლელოს" სამომავლო გეგმები რომელიც ქალაქის განვითარებას ემსახურება.
“ლელოს” მთავარი ამოცანაა, ამ ქალაქში დაამარცხოს უიმედობა”- პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას ამ სიტყვებით მიმართა და განუცხადა, რომ “ლელო” არ დაიშურებს ძალას რუსთავის განვითარებისთვის და მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქალაქის შესაძლებლობები.
“რუსთავმა შექმნა ინდუსტრიული ქალაქი, თუმცა, სამწუხაროდ, მისი განვითარების საშუალება ბოლო 30 წელი არ მიეცა. რუსთავმა ვერ დაიწყო ახალი ცხოვრებით ცხოვრება, ახალი ინვესტიციებით და ახალი საწარმოებით. ჩვენი გუნდი ამ გამოცდილებით მოდის და რუსთავს სპეციალურ დიდ პროექტებს მივუძღვნით, გაჩერებულ ქარხნებს თავიდან ავამუშავებთ და ახლებს შევქმნით. ჩემი და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანების ნაკეთები საქმეები საუბრობენ იმაზე, რაც გაგვიკეთებია, ამიტომ ეს არ არის ფუჭი სიტყვები. მე მინდა, მოგიწოდოთ, რომ დავამარცხოთ უიმედობა - ეს “ლელოს” მთავარი ამოცანაა, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ოფისის გახსნისას ადგილობრივებს განუცხადა, რომ “ლელო” ქალაქში სიახლეს შეიტანს და შეცვლის წინა ხელისუფლებების არასწორ პოლიტიკას.
“ დღეს რუსთავში აღვმართეთ “ ლელოს” დროშა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა.
სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებიდან ვერც ერთმა შეძლო იმ დაპირებების შესრულება, რომელსაც ისინი უხვად გასცემდნენ. ამ მიდგომას ჩვენ დავარღვევთ და აუცილებლად შევძლებთ, ყველა დაპირება, რომელსაც გავცემთ, შევასრულოთ. რუსთავი ყოველთვის ცვლილებების მომხრეა. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დრო დავკარგოთ, რადგან ახლავე უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისაკენ”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
“ბრძოლას განახლებისთვის ვიწყებთ რუსთავიდან”-გრიგოლ გეგელია რუსთავის ოფისის გახსნას ამ სიტყვებით აანონსებს.
ძველი გზები უნდა შეიცვალოს, სვლა მომავლისთვის არის ფუნდამენტური განვითარებისა და მომავლისთვის და ჩვენ ზუსტად ამ ადგილიდან ვიწყებთ დიდ ცვლილებებს.
რუსთაველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს არასწორი პოლიტიკა. ამ ქალაქმა იცის, რომ დიდი პოტენციალის მატარებელია და დღეს ეს პოტენციალი გამოუყენებელია. სამწუხაროდ, რუსთავის მოსახლეობამ იცის, რას ნიშნავს დაუცველი შრომა და დაბინძურებული ჰაერი, ეს პრობლემები კი არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეცვალა.
“ლელო” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოაგვარებს ამ პრობლემებს. ჩვენ მოვდივართ სერიოზული ცვლილებისთვის და “ლელოს” სიკეთეებს პირველ რიგში რუსთავი შეიტყობს.” - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
რუსთავის ოფისის გახსნას “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილიც ესწრებოდა.
მისი განცხადებით, ადამიანებს მობეზრდათ გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება და ახალი იმედით მივიდნენ პარტიის მიერ დაანონსებულ შეკრებაზე.
“ ჩვენ არ გპირდებით ოცნებას, ჩვენ არ დაგპირდებით ისეთ რაღაცას, რასაც ვერ შევასრულებთ, ჩვენ დაგპირდებით მხოლოდ იმას, რისი გაკეთების საშუალებაც გვექნება ერთად. რადგან მოსახლეობას მობეზრდა გაჩერებულ, უმოქმედო ქვეყანაში ცხოვრება და ამას შევცვლით. ჩვენ მოვდივართ ახალი ხედვით და ხვალინდელი დღის იმედით.”- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები