„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
თიბისი ჯგუფი მორიგ ინვესტორთა დღეს 4 ნოემბერს უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გამართავს. ღონისძიება გაიმართება უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.
თიბისის ინვესტორთა დღე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ანალიტიკოსებისა და ინვესტორებისთვის ტარდება. ამ დღეს, თიბისის მენეჯმენტი საზოგადოებას კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტების მიმოხილვას და ფინანსურ-საოპერაციო მუშაობის პრეზენტაციებს წარუდგენს.
ღონისძიებაზე თიბისის მენეჯმენტი ისაუბრებს ისეთ თემებზე როგორებიცაა, თიბისის საქმიანობა და სტრატეგიული პრიორიტეტები, საქართველოსა და უზბეკეთის ფინანსური და მაკროეკონომიკური მიმოხილვა, კომპანიის ტექნოლოგიური და ციფრული განვითარება, ციფრული ეკოსისტემა, თიბისის საერთაშორისო გაფართოება უზბეკეთში და თიბისის საცალო/MSME/კორპორატიული/საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება. საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვას კი სპეციალური სტუმარი- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გააკეთებს.
„მოხარული ვარ, რომ თიბისის ინვესტორთა დღე უზბეკეთში ქალაქ სამარყანდში, უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თიბისისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში გაფართოვებას და ციფრული საბანკო სერვისების განვითარებას. ეს პროცესი ჩვენ სამი წლის წინ დავიწყეთ და ვფიქრობ, უკვე გვაქვს შთამბეჭდავი შედეგები. დღევანდელ ღონისძიებაზე თიბისის მენეჯმენტის წევრები წარადგენენ ჩვენს შედეგებს რამდენიმე მიმართულებით და მომავლის სტრატეგიას და ხედვებს. მოგეხსენებათ, წელს თიბისი ბანკს 30 წელი შეუსრულდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღია, იმისათვის რომ განვლილი გზა შეაფასო და სამომავლო სტრატეგიები დაისახო. ჩვენ, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ვაპირებთ, ციფრული ტექნოლოგიების განვითარების გზით კიდევ უფრო მივუახლოვდეთ ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება, “ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
2019 წელს თიბისიმ ბანკის ჯგუფმა უზბეკეთში წამყვანი ფინტექ კომპანია Payme შეიძინა და ბაზარზე ოპერირება დაიწყო, შედეგად კი უზბეკეთში პირველი ციფრული ბანკი გაუშვა. TBC UZ მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საცალო საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ინოვაციურ ფინტექ პლატფორმა Space-ზეა დაფუძნებული. 3 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა და 2 მილიონზე მეტი რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი - ეს ის შედეგია, რომელიც TBC UZ-მა ორი წლის განმავლობაში მიაღწია. Payme-ზე რეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობამ კი 7 მილიონს გადააჭარბა.
უზბეკეთის ეკონომიკური ფორუმი 2022 გუშინ გაიხსნა. ფორუმზე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. განხილვაში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, უზბეკეთის სამთავრობო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა თიბისის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.
თიბისის ინვესტორთა დღის ტრანსლირება თიბისი ბანკის ჯგუფის ვებგვერდზე www.tbcbankgroup.com განხორციელდება. პრეზენტაციების ნახვა კი ინვესტორებთან ურთიერთობის ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები