„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
„თეგეტა ჰოლდინგისა“ და Future Laboratory-ის სააქსელერაციო პროგრამა Startup Drive-ის დემო დღეზე გამარჯვებულები გამოავლინეს. პროგრამის ფინალურ ეტაპზე გადასული შვიდივე სტარტაპის ავტორებმა, საკუთარი იდეების პროტოტიპები საგანგებოდ შერჩეულ ჟიურის წარუდგინეს. ერთობლივი გადაწყვეტილებით გამარჯვება სამმა სტარტაპმა მოიპოვა.
l Cartune - მთავარი საპრიზო ადგილი და 100 000-ლარიანი დაფინანსება. სტარტაპის მიზანი ავტოინდუსტრიაში Airbnb-ის შინაარსის აპლიკაციის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებსა და ავტომექანიკოსებს დააკავშირებს.
l SOS auto - 70 000-ლარიანი დაფინანსება. ავტომომსახურების მობილური აპლიკაცია მომხმარებელს ევაკუატორის გამოძახებასა და ავტოასისტენტის მომსახურებას სთავაზობს.
l TPack - 30 000-ლარიანი დაფინანსება. სტარტაპის მიზანია კურიერების ჩანთებისათვის ტემპერატურის დასარეგულირებელი სისტემის შექმნა.
თომა ფირცხელანი, Cartune-ის თანადამფუძნებელი: „ეს გამარჯვება ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი სტიმულია. ბევრი ვიშრომეთ, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ეს არის ახალი შესაძლებლობების დასაწყისი. Startup Drive-ში მონაწილეობამ დიდი გამოცდილება მოგვცა, ჩვენი ბიზნესიდეა კიდევ უფრო დავხვეწეთ, რეალობად ვაქციეთ და გამარჯვებაც მოვიპოვეთ.“
დავით ჭეიშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების დირექტორი: „Startup Drive-ი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. „თეგეტა ჰოლდინგი“ აქსელერაციის პროგრამის მხარდამჭერი პირველად იყო. ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპებს მივეცით შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესიდეები წარედგინათ, განევითარებინათ და საბოლოო მოდელამდე მიეყვანათ. დემო დღემ წარმატებით ჩაიარა. მოვისმინეთ შვიდი სტარტაპის განვითარების ისტორია და გეგმები, გავეცანით მათ პროდუქტებს. გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი, ეს კი პროექტის წარმატებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.“
Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. თითოეული პროექტის ავტორმა, პროტოტიპის შესაქმნელად, „თეგეტასგან“, 5000-ლარიანი ინვესტიცია მიიღო.
აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად ჩატარდა.
---
„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda.
სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები