თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვ...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
|
თიბისი უკვე 5 წელია, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, მასშტაბურად აღნიშნავს. 2018 წლიდან, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღიდან 100 წლის აღნიშვნის მერე, ყოველწლიურად იმართება „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც მოიცავს საჯარო ლექციების სერიას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შესახებ. 5 წლის განმავლობაში უკვე გაიმართა 20-ზე მეტი შეხვედრა.
წელს, „დამოუკიდებლობის სკოლა“ პროექტ „გმირებს“ ეძღვნება, რომელიც თიბისიმ 2019 წელს დაიწყო და ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 101 წლის იუბილეს მიუძღვნა. პროექტის ფარგლებში პირველად ქართველი სამხედრო მოღვაწის და ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის საკოლექციო ფიგურა შეიქმნა. წელს კი კოლექციას ათი ახალი ფიგურა შეემატება, რომლებიც იმ ქართველ გმირებს ეკუთვნის, ვინც ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ქვეყნის თავისუფლებისთვის, განვითარებისა და მშვიდობისთვის დაუღალავად იბრძოდა.
წელს „დამოუკიდებლობის სკოლა“, რომელიც პირველად გადის თბილისს გარეთ და დედაქალაქის გარდა, 3 სხვადასხვა ქალაქს მოიცავს, სწორედ ამ ათ ქართველ გმირს მიეძღვნება.
„დამოუკიდებლობის სკოლის“ შეხვედრები 20 მაისს, ლანჩხუთიდან იწყება, აქ გმირების - ნოე ჟორდანიას, ამბროსი ხელაიასა და მარო მაყაშვილის შესახებ მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე გიამბობენ, ლექციების შემდეგ კი ჯგუფის Killages ლაივ კონცერტი გაიმართება.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ
22 მაისს „დამოუკიდებლობის სკოლა“ ქუთაისში გადაინაცვლებს, სადაც გმირებს - დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს, ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და პოეტი დიანა ანფიმიადი წარადგნენ. სკოლის ფარგლებში გაიმართება ერეკლე დეისაძე & Band-ის ლაივ კონცერტი.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ
25 მაისს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი ილია ჭავჭავაძის შესახებ ისაუბრებს, წელს საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 185 წელი გავიდა. „გმირები“ ამ მნიშვნელოვან თარიღსაც აღნიშნავს.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ
„დამოუკიდებლობის სკოლა“ 27 მაისს დასრულდება - სამ ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლი უმასპინძლებს. ვახტანგ გორგასლის შესახებ მწერალი ჯიმშერ რეხვიაშვილი და ჟურნალისტი ეკა ქევანიშვილი ისაუბრებენ, ამავე დღეს ექვთიმე თაყაიშვილს და დავით სარაჯიშვილს საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი, ნატა ლომოური და საქართველოს პარლამენტის ეროვნული არქივის დირექტორი ირაკლი იაკობაშვილი გაგვაცნობენ, ამ შეხვედრის მოდერატორი მწერალი დავით გორგილაძე იქნება.
„დამოუკიდებლობის სკოლა“ უკრაინული პოეზიის კითხვით დასრულდება, სოლიდარობის ნიშნად უკრაინელი ავტორების ლექსებს ქართველი პოეტები: რატი ამაღლობელი, პაატა შამუგია, დიანა ანფიმიადი, შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნატო ინგოროყვა და გიორგი ლობჟანიძე წაიკითხავენ.
გაიგე ღონისძიების შესახებ მეტი აქ
დამოუკიდებლობის სკოლის ყველა ღონისძიება ღიაა ნებისმიერ მსურველისთვის და დასწრება თავისუფალია.
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები