თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
თანამედროვე ტექნოლოგიები, უმაღლესი ევროსტანდარტი და გარემოზე ზემოქმედების დაბალი კოეფიციენტი - ეს MARINI-ა, საერთაშორისო იტალიური ბრენდი ინდუსტრიული ტექნიკის წარმოების მიმართულებით. მსოფლიო ლიდერ ბრენდს საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯია“ (CMG) წარმოადგენს.
უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის ბრენდთან „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიამ“ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გასულ წელს გააფორმა. ამავე წელს კომპანიამ Fayat Group-ის წევრი ბრენდის ორი სტაციონარული ასფალტის ქარხანა გაყიდა. ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის MARINI-ს ერთი ქარხანა, რომლის წარმადობა საათში 240 ტონაა, ქუთაისში აეწყო, 160 ტონა წარმადობის ქარხანა კი - მარნეულში.
ნიკა აბესაძე, „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ დირექტორი: „მსოფლიო ბრენდის MARINI-ს ქარხნის ჩამოტანაზე, აწყობაზე, სატესტო რეჟიმში გაშვებასა და შემდგომ უკვე საგარანტიო მხარდაჭერაზე მთლიანად ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. პროცესი, საშუალოდ, 2-3 კვირა გრძელდება. საქმე ეხება, ჯამში, 15-20 მეტრი სიმაღლის დიდი კონსტრუქციების აგებას, რა დროსაც თითოეულ პატარა დეტალს უნდა მიექცეს ყურადღება. ამ მიმართულებით „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი უპირატესობა კონკურენტული ფასი, უმაღლესი ხარისხი, მოწოდების ხელსაყრელი პირობები და სათადარიგო ნაწილების ძალიან კარგი სასაწყობე ნაშთია. მთავარია ისიც, რომ გვყავს დატრენინგებული სერვისპერსონალი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია“.
MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე, ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბრენდის ტექნიკა გამოირჩევა გარემოზე ნაკლები ზემოქმედებით და პასუხობს ინდუსტრიაში არსებულ ყველა გამოწვევას - არ აქვს დიდი რაოდენობის გამონაბოლქვი და არ იწვევს ზედმეტ ხმაურს.
ნიკა აბესაძე, „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ დირექტორი: „ბიზნესისთვის ახალი ასფალტის ქარხანა ნიშნავს შემცირებულ საოპერაციო დანახარჯს. ერთიანად, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტიციაა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში - მოგებიანი. კომპანიები, რომლებიც მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ, არიან ასფალტის მომწოდებლები ან თავად აგებენ ასფალტს, აცნობიერებენ, რომ ახალი ქარხნის შეძენის შემდეგ წარმოების დროს ძალიან ზუსტია ოპერაციული ხარჯები და გამორიცხულია ზედმეტი დანახარჯი. გარდა ამისა, ახალი ასფალტის ქარხანა ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ბიზნესს თვითღირებულებას უმცირებს“.
სტაციონარული ასფალტის ქარხნების რეალიზაციის გარდა, „ქონსთრაქშენ მეშინერი ჯორჯიას“ (CMG) MARINI-ს ბრენდის მიმართულებით სხვა წარმატებებიც ჰქონდა - 2022 წელს გაიყიდა მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმო და ბიტუმის რამდენიმე ავზი.
კომპანიის დირექტორი ნიკა აბესაძე ვარაუდობს, რომ 2023 წელი კიდევ უფრო აქტიური და წარმატებული იქნება, რადგან ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ემზადება, რომელთა განხორციელებაში უმნიშვნელოვანესია „თეგეტა ჰოლდინგის“ როლი, რომელიც საჭირო ტექნიკით უზრუნველყოფს ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები