1 3 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა ჰოლდინგი“ საქართველოს პრო ბონო ქსელის წევრი გახდა

„თეგეტა ჰოლდინგი“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „საქართველოს პრო ბონო ქსელის“ წევრი გახდა. პრო ბონო სერვისების დანერგვა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმაა და კომპანიების თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით სხვების საქმიანობის გაძლიერებას გულისხმობს. პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ინტელექტუალურ რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების სასიკეთოდ მომუშავე ორგანიზაციებისთვის.

„საქართველოს პრო ბონო ქსელი“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ ინიციატივით შექმნილი არაფორმალური გაერთიანებაა. მასში გაწევრიანებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების საზოგადოების სასიკეთოდ გამოყენება სურთ. ქსელი 30-ამდე კომპანიასა და 2 ბიზნესასოციაციას აერთიანებს. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გლობალური პრო ბონო ქსელის წევრია.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ქსელში გაწევრიანებით გამოთქვამს მზაობას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო ორგანიზაციებს და ჰოლდინგის თანამშრომლების ცოდნის გაზიარებით მათი საქმიანობის განვითარებას შეუწყოს ხელი.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა პრო ბონო ქსელში გაწევრიანება, რადგან ეს თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს, საზოგადოებისთვის სასიკეთო კიდევ უფრო მეტ პროექტში ჩავერთოთ. ჩვენს გუნდს უკვე აქვს პრო ბონო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება. ისინი სიამოვნებით ჩაერთნენ პროექტში და ამ გზით თავიანთი ცოდნა და გამოცდილება სოციალურ მეწარმეებს გაუზიარეს. ვფიქრობთ, რომ მსგავს აქტივობებში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და მზად ვართ, საზოგადოებისთვის სასიკეთო ცვლილებების მომტან პროექტებში მომავალშიც მივიღოთ მონაწილეობა“.

პრო ბონო პროექტის შედეგად, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგისა“ და „სოციალურ საწარმოთა ალიანსის“ პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა, 50-ამდე სოციალურმა მეწარმემ უკვე გაიარა სოციალური მედიის მენეჯმენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპრესკურსები.

პრო ბონო ქსელის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://probonogeorgia.ge/ge/home

თეგეტა ჰოლდინგისშესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 29 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-ამდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...