1 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Google Pay ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია

2022 წლის 15 ნოემბრიდან, ლიბერთი თავის მომხმარებელს მარტივ და უსაფრთხო  გადახდის საშუალებას Google Pay-ს სთავაზობს. Google Pay-ს საშუალებით უკონტაქტო გადახდები და ციფრული საფულე ‘Google Wallet’ უკვე ხელმისაწვდომია Android და WearOS მხარდაჭერის მოწყობილობებზე.

 

ლიბერთის ბარათების მომხმარებლებს სადებეტო და საკრედიტო ბარათების Google Wallet-ში დამატება დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. გუგლის ციფრული საფულე და გადახდის მეთოდი, მათ მისცემს გადახდის უსაფრთხო საშუალებას ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელმისაწვდომია გადახდის უკონტაქტო სერვისი. ბარათის მფლობელები შეძლებენ ისარგებლონ ყველა იმ ბენეფიტით, რომელიც ლიბერთის ბარათზეა მათთვის ხელმისაწვდომი.

 

მომხმარებლის ინფორმაციის სრულად დაცულობისთვის, Google Pay-თ გადახდისას, გათვალისწინებულია უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელიც კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას სძენს ლიბერთის ბარათებს. მათ შორისაა საერთაშორისო სტანდარტების ტოკენიზაცია, რომელიც ნიშნავს, რომ Google Wallet-ში დამატებული ბარათით გადახდისას, ტრანზაქციები ხორციელდება ბარათის ვირტუალური ნომრით (ტოკენით). თითოეული ტოკენი მორგებულია კონკრეტულ  მოწყობილობაზე და ასოცირებულია დინამიურ უსაფრთხოების კოდთან, რომელიც ცვალებადია ყოველ ახალ ტრანზაქციაზე. ასევე, ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაში, ‘Find My Device’ ფუნქციის გამოყენებით მარტივია ტელეფონზე წვდომის შეზღუდვა, ახალი პაროლის დაყენება, ან პერსონალური და ფინანსური მონაცემების სრულიად წაშლა.

 

Google Pay მომხმარებელს სწრაფ, მარტივ და უსაფრთხო გადახდებს Android და WearOS მოწყობილობებზე 45-ზე მეტ ქვეყანაში სთავაზობს. მომხმარებლებს მარტივად შეუძლიათ დაამატონ თავისი სადებეტო და საკრედიტო ბარათები Google Wallet-ში და იყვნენ თავდაჯერებულები, რომ მათი ფინანსური ინფორმაცია დაცული და უსაფრთხოა ნებისმიერი შენაძენისას“ - ჯენი ჩენგი, Google Wallet-ის ვიცე პრეზიდენტი და გენერალური მენეჯერი.

 

 

Google Pay-ს მხარდაჭერის ჩართვა ლიბერთის ბარათის მფლობელებისთვის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, ლიბერთის ორიენტირებულობას  მომხმარებლებისთვის გამოცდილების გაუმჯობესებასა და ინოვაციებისკენ სწრაფვაზე. ჩვენი ცხოვრება ყოველდღიურად უფრო ციფრული და მობილური ხდება - იგივე ვრცელდება საბარათე ოპერაციებზეც.

ჩვენი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ ანდროიდის მობილური მოწყობილობებით გადახდა, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მარტივ, უსაფრთხო და ეფექტურ საბარათე გადახდებს. Google Wallet სრულად ციფრულ გადახდის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს, თანაც ბარათის მონაცემებს უსაფრთხოდ იცავს.

მოხარულები ვართ, რომ დღეიდან, ლიბერთის ნებისმიერ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა Google Pay-ის უკონტაქტო გადახდებით ისარგებლოს და ამავდროულად გამოიყენოს ლიბერთის ბარათების ყველა პირობა და ლოიალობის პროგრამები.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს ინტენსიური მუშაობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ისეთი პროდუქტია, რომელიც ეხმიანება ბანკის მისიას - გავუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახებისა და ბიზნესების ცხოვრება საქართველოში.“ - გიორგი ქოროღლიშვილი, დისტანციური არხების, ბარათების განვითარებისა და ლოიალობის მიმართულების დირექტორი.

 

როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში ლიბერთის მობაილ ბანკიდან?

  • გახსენი ან ჩამოტვირთე  Google Wallet აპლიკაცია Google Play-დან
  • შედი ლიბერთის მობაილ ბანკში
  • მონიშნე ის ბარათი, რომელიც გსურს რომ დაამატო  Google Wallet-ში და დააჭირე ღილაკს დამატება (ADD TO GPAY).
  • შეიყვანე შენს ნომერზე გამოგზავნილი SMS კოდი ან დაადასტურე დიჯიპასით
  • შენ გადამისამართდები Google Wallet-ის აპლიკაციაში. გადაამოწმე მონაცემები და დააჭირე ღილაკს „შემდეგი“
  • დაეთანხმე წესებსა და პირობებს
  • სულ რამდენიმე წამში თქვენი ბარათი წარმატებით დაემატება Google Wallet-ში
  •  

    როგორ დავამატო ბარათი Google Wallet-ში?

  • გახსენი Google Wallet აპლიკაცია
  • დააჭირე ღილაკს „გადახდის მეთოდის დამატება“ და აირჩიე „საკრედიტო ან სადებეტო ბარათი“ + ღილაკზე დაჭერით
  • შეიყვანე ბარათის მონაცემები, ან დაასკანერე ბარათი თუ მოწყობილობა იძლევა ამ არჩევანის საშუალებას
  • შეავსე აპლიკაციის მოთხოვნილი ყველა სავალდებულო ველი
  • გაეცანი პირობებს (სიმარტივისთვის წაკითხვის დროს შეგიძლია გამოიყენო„მეტი“ ღილაკი)
  • დაეთანხმე პირობებს
  • გაიარე ვერიფიკაცია SMS-ით მიღებული კოდის შეყვანით (იმ შემთხვევაში თუ SMS ვერიფიკაცია ვერ დასრულდა წარმატებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ბანკის ქოლ ცენტრს 032 2 55 55 00)
  • ბარათი წარმატებით დაემატა შენს ციფრულ საფულეში
  •  

    სს ლიბერთი ბანკის შესახებ

     

    ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

     

     

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები

    • 11:54

      ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

      საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

    • 13:15

      თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

      თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

    • 13:04

      თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

      თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

    • 12:57

      „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

      „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

    • 19:26

      „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

      „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

    • 14:41

      თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

      თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

    • 13:09

      არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

      12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...