1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემიაში“ ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების სასწავლო პროგრამა დაიწყო

„თეგეტა აკადემიაში“  სწავლის პროცესი განახლდა. ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოსახვედრად აპლიკანტებმა ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპი გაიარეს. 116 მსურველიდან შერჩევის პროცესი წარმატებით 15-მა მათგანმა დაასრულა და ისინი „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები გახდნენ.

კურსის დაწყებამდე „თეგეტა აკადემიამ“ ახალი ნაკადის სტუდენტებს გაცნობითი ხასიათის ღონისძიებაზე უმასპინძლა. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ აკადემიას, მენტორებსა და სასწავლო გარემოს.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: მოხარული ვართ, რომ წელს უკვე მეორედ ვიწყებთ ელექტრო და ელექტრონლი სისტემების შეკეთების პროფესიულ პროგრამას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულები მიიღებენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს. ერთი მხრივ, ეს ფაქტი პატივია თეგეტა აკადემიისთვის და მეორე მხრივ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც ავტოინდუსტრიაში მეტ კვალიფიციურ კადრს ნიშნავს. თეგეტა აკადემია მხოლოდ სწავლების პროცესით არ შემოიფარგლება და პროგრამის მონაწილეებს კარიერულ წინსვლაში შეუწყობს ხელს“.

პროგრამის სტუდენტები 2 წლის განმავლობაში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან. პროგრამის მოცულობა 82 კრედიტისგან შედგება. ელექტრო და ელექტრონული სისტემების დუალური პროგრამა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პრინციპზეა აგებული და მისი პრაქტიკული ნაწილი „თეგეტა მოტორსის“  მხარდაჭერით ხორციელდება. პრაქტიკული სწავლების ეტაპზე გადასვლისას სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

სწავლების პროცესში სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნა შუალედური გამოცდის საშუალებით შემოწმდება, ხოლო კურსის დასრულებისას ისინი სავალდებულო საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებენ.

პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულები დიპლომირებული სპეციალისტები გახდებიან, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, დაიწყონ საქმიანობა მსუბუქი ავტოტრანსპორტის ელექტრო და ელექტრონული სისტემების სერვისის მიმართულებით.

გასულ წელს პროფესიულ კოლეჯში სწავლა წარმატებით დაასრულა 11-მა სტუდენტმა.  კურსდამთავრებულები პირველი დიპლომირებული ავტომექანიკოსები არიან საქართველოში. მათი უმეტესობა სწორედ „თეგეტა მოტორსშია“ დასაქმებული.

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.

„თეგეტა აკადემიის“ მიზანი პროფესიული განათლების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი, საავტომობილო ინდუსტრიისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა. ამასთან ერთად, „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...