1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში - ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

ლიბერთი "გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. ამჯერად,  ლიბერთი  პარტნიორებთან ერთად, იმერეთის  რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.  

"ბიზნეს დიალოგის”  სპიკერებმა, ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA),  სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში“ და "ნიუ ვიჟენ“ დაზღვევის წარმომადგენლებმა, ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე,

რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.  

"ლიბერთის ახალი ინიციატივა "ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს  რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, 

საქართველოს ყველა 

რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად  არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს  პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი  სამომავლო პროექტები.  ვიმედოვნებთ,  მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და  მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.   

 

 

" სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ აქტიურად თანამშრომლობს ლიბერთი ბანკთან და ასევე, სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან. ლიბერთისთან 

 ერთად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსების, ასევე, საკრედიტო-საგარანტიო სქემის გამოყენებით არაერთი პროექტი განგვიხორციელებია.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ღონისძიებებში მონაწილეობა,

 სადაც დიალოგის ფორმატით,  მცირე და საშუალო ბიზნესს, საბანკო შეთავაზებების პარალელურად ეფექტურად მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას 

სახელმწიფო ხელშემწყობი პროგრამების შესახებ “ - თეონა ბაბუნაშვილი, "აწარმოე საქართველოში“, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსი.

 

 

"ნიუ ვიჟენ დაზღვევა”  მხარს უჭერს ლიბერთის ინიციატივას "ბიზნეს დიალოგი”, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. ჩვენთვის, როგორც ლიბერთის ერთ-ერთი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეხვედრები რეგიონებში.  მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა,  იმერეთის  ბიზნეს სექტორისთვის გაგვეცნო ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები და სამომავლო პერსპექტივები, რითაც  დაზღვევა დაეხმარება მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებაში“ -ზაზა ხოსროშვილი "ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

" ლიბერთი ბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, ბიზნეს სექტორსა და სახელმწიფოს შორის ერთმანეთთან საუბრისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. სოფლის განვითარების სააგენტოს სახელით იმერეთის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს, გავაცანით ამომწურავი ინფორმაცია, ჩვენი პროექტების შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ სიკეთეზე , იქნება ეს ფინანსური თუ სხვადასხვა სახის დახმარება, რომელიც ბენეფიციარებს დაეხმარება საკუთარი ბიზნესის ეფექტურად მართვაში. ჩვენ მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ბიზნესისთვის ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უზრუნველყოფს“ - სევა მაჩაიძე - პროექტების მხარდაჭერისა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი

 ლიბერთი "ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს, წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...