2 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სპეციალური შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

 

ტოიოტას მარკის მოდელები გამძლეობითა და საიმედოობით გამოირჩევა, თუმცა სხვადასხვა სეზონზე ნებისმიერი ავტომობილის შემოწმება უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია. 

ზაფხულის დადგომასთან ერთად რეკომენდებულია შემოწმდეს ავტომობილის კონდიცირების სისტემა, სავალი ნაწილი, ზეთები, ფილტრები და სათადარიგო ნაწილები. "ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ტოიოტასმარკის ავტომობილების მფლობელებს, ამ სერვისებით სარგებლობა 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.ფასდაკლება ვრცელდება ტოიოტას ბრენდულიაქსესუარების ონლაინ შეძენის დროსაც.

გარდა ფასდაკლებებისა, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სექტემბრის ბოლომდე, ტოიოტას ავტომობილებისთვისსპეციალური სერვისის კამპანია მოქმედებს. შეთავაზების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უფასოდ მოხდება ავტომობილებისთვის კამპანიით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაიგოს, ეკუთვნის თუ არა სპეციალური სერვისის კამპანია, ავტომობილისსაიდენტიფიკაციო (VIN) ნომერი, სპეციალურ ველშიუნდა შეიყვანოს და მიჰყვეს ინსტრუქციას. თუ ავტომობილი, აქციის ფარგლებში არსებული შეთავაზების პირობებს შეესაბამება, ტექნიკური მომსახურების ცენტრში უფასოდ შეამოწმებენ და საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ, მათ შორის შესაძლებელია კომპონენტების გაუმჯობესებული ნაწილების შეცვლაც.

მომხმარებლებს, რომლებიც სპეციალური სერვისის კამპანიით ისარგებლებენ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი გადაეცემათ, რომლის გამოყენება ნებისმიერ მომსახურებაზე, სათადარიგო ნაწილსა და აქსესუარზეა შესაძლებელი. 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აქციებით სარგებლობისასსერვისცენტრში ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ. 

--

"თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...