2 0 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Porsche Taycan-ის უნიკალური რეკორდი ნიურბურგრინგზე

 

 

სერიულ ელექტრომობილს ნიურბურგრინგის „ნორდშლაიფეზე“ ასე სწრაფად აქამდე არასდროს უვლია!

 

პორშეს ახალმა, სრულად ელექტრიფიცირებულმა ავტომობილმა Taycan Turbo S-მა ლეგენდარულ ტრასაზე ახალი რეკორდი დაამყარა. სუპერსპორტული ავტომობილების გერმანული მწარმოებლის მრბოლელმა ლარს კერნმა Taycan Turbo S-ით ერთ წრეს სულ რაღაც 7 წუთი და 33 წამი მოანდომა, რაც სერიულად წარმოებულ ელექტრომობილებს შორის საუკეთესო შედეგია.

 

ავტომობილი ახალი Performance-კომპლექტითა და ზონდერკომპლექტაცია Porsche Dynamic Chassis Control-ით (PDCC) იყო აღჭურვილი. უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე აუცილებელი, დამცავი კარკასისა და სარბოლო სავარძლების გარდა, მანქანა სრულიად შეესაბამებოდა იმ ვერსიას, რომელიც სერიულად იწარმოება. არ შეცვლილა ავტომობილის წონაც. 

 

Performance-კომპლექტში შედის 21-დუიმიანი Spyder-დიზაინის დისკები და უკვე ტაიკანისთვისაც ხელმისაწვდომი სპორტული საბურავები Pirelli P Zero Corsa, ასევე ამ საბურავებზე მორგებული სავალი ნაწილის რეგულირების სისტემა Porsche 4D-Chassis Control, რომელიც რეალურ დროში აანალიზებს ტაიკანის სავალი ნაწილის ყველა სისტემას და უზრუნველყოფს ყველა დეტალის სინქრონულ მუშაობას.

 

 

საბურავებთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ, როგორცწესი, სპორტული საბურავები შექმნილია სარბოლო ტრასისთვის. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს

ნებისმიერ დროს შეუძლია მათი სტანდარტული საბურავებით ჩანაცვლება. თუმცა, ჩანაცვლების შემთხვევაში, არ არის აუცილებელი შასის თავდაპირველ პროგრამულ უზრუნველყოფაზე დაბრუნება. 

 

ავტომრბოლელი ლარს კერნი: „7:33 - მსგავს დროს წარსულში მხოლოდ სუფთა სუპერსპორტული ბოლიდები აფიქსირებდნენ ხოლმე, ასეთ შედეგს სწორედ ახალი Performance-კომპლექტის წყალობით მივაღწიე. მანქანა კიდევ უფრო მძლავრი და მანევრულია. სტაბილური სვლა ყველაზე მაღალი სიჩქარის დროსაც უზრუნველყოფილი იყო. ტაიკანი შესაფერისია სარბოლო ტრასებისთვის და ეს დამაჯერებლად დაამტკიცა მსოფლიოს ყველაზე რთულ ტრეკზე“.

 

ტაიკანის წარმოების ხელმძღვანელი კევინ გიკი: „ძალიან გვიხარია, რომ ნიურბურგინგის რეკორდი ელექტრომობილებში ისევ პორშეს ეკუთვნის, დაფიქსირებული სარეკორდო დრო მხოლოდ იმას კი არ გვიჩვენებს, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ახალ Performance-კომპლექტს, არამედ კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტაიკანის სპორტულ გენებს“.

 

რეკორდისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იყო Turbo S-ის სისტემური სიმძლავრე, რაც 625 ცხენის ძალას შეადგენს. გააქტიურებული Launch Control-ით ადგილიდან, ანუ დაძვრისას, სულაც მაქსიმუმ 761 ცხენის ძალაა ხელმისაწვდომი.

 

ახალი Performance-კომპლექტი Taycan Turbo S-ის სპორტული ხაზის სედანებზე მხოლოდ გერმანიაში და მხოლოდ 2023 წლის სამოდელო რიგის Taycan Turbo S-შია ხელმისაწვდომი. ავტომობილის ასეთი ვერსიებისწარმოება ახლახან, 2022 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო. პორშეს უახლეს მოდელებს ქართულ ბაზარზე ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, „პორშე ცენტრი თბილისი“ წარადგენს.  

 

 

 

 

 

„პორშე ცენტრი თბილისი“ „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე, კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...