თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
ქართველი მსმენელის საყვარელი მუსიკალური ფესტივალი Art-გენი 2022 წელს ტრადიციულად ივლისის მეორე ნახევარში გაიმართება. ღონისძიება 15 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიხსნება. მუსიკალური საღამოები პარასკევს, შაბათსა და კვირას შედგება. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია „ნიკორა“. „ნიკორასა“ და Art-გენის მეგობრობა გრძელდება და კომპანია ამჯერადაც ღონისძიების გენერალური სპონსორია.
დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში მოეწყობა, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები.
ღონისძიების გენერალური სპონსორი „ნიკორა“ მისულ სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ მოსასვენებელ სივრცეებს შესთავაზებს, სადაც გართობისა და დასვენების ყველა პირობა იქნება შექმნილი. გარდა ამისა, მოეწყობა სარეალიზაციო კუთხე და „ნიკორას“ უგემრიელესი პროდუქციის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ყველასთვის საყვარელი ჰოთ დოგ „რუმი“ მრავალფეროვანი ასორტიმენტით.
„ნიკორა“Art-გენის უკვე ტრადიციული მხარდამჭერია. ჩვენთვის ასეთი ეროვნული პროექტის პარტნიორობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ ფესტივალი, რომელიც ეროვნული მუსიკის, ფოლკლორის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. სადაც ქართული, ეროვნული საქმე კეთდება, „ნიკორაც“ მუდმივად იქაა,“ - აცხადებენ კომპანიაში.
ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს გაიმართება. თბილისის ტური, 15 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. მომდევნო დღეების განრიგი კი ასეთია:
16 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“, „გაგა ფრანი“.
17 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , "ჰოროლი", REGGAEON.
22 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი), სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“, ნინო ქათამაძე & ბენდი
23 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“, სანდრო ნიკოლაძე & ბენდი
24 ივლისი - ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან, ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი, „ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“, „33ა“
ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არტგენს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში.
წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები