თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
30 ივნისს თიბისის ინიციატივით პროექტ “500 ქალი ტექნოლოგიების” მონაწილეებისთვის კარიერული ბუთქემფი ჩატარდა. შეხვედრას თიბისის IT აკადემიის კოორდინატორი, ზურაბ პერტაია და IT ტალანტების მართვის მენეჯერი ირინე მაჭავარიანი უძღვებოდნენ. შეხვედრაზე მათ პროექტის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია თიბისიში დასაქმებაზე, შიდა პროცედურებებზე და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე. მათ ასევე განიხილეს IT აკადემიის პროგრამები, კურსებზე მიღების წინაპირობები, დასაქმების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები.
პროექტი „500 ქალი ტექნოლოგიებში“ 2022 წლის თებერვლიდან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU), გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, თიბისისთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო. პროექტის დახმარებით გოგოები და ქალები მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე გადიან გადამზადებას ყველაზე მოთხოვნად, მაღალანაზღაურებად და კონკურენტულ სპეციალობებში როგორებიცაა: Front-End დეველოპმენტი, Back-End დეველოპმენტი, UI/UX დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, ციფრული პროდუქტების ტესტირება და სხვა. მონაწილეები ასევე გადიან ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებს. გარდა ამისა, პროექტი მონაწილეებს ინდივიდუალურ მენტორებთან მუშაობასაც სთავაზობს, რაც ქალებს კარიერულ წინსვლასა და დასაქმებაში უწყობს ხელს.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული კარიერული ბუთქემფი მონაწილეებს ტექნოლოგიურ სფეროში სამუშაოს პოვნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაძლიერებაში ეხმარება. ბუთქემფს პროექტის 35 მონაწილე ესწრებოდა. როგორც ზურაბ პერტაია აღნიშნავს, საათნახევრიანი შეხვედრა ინტერაქციული ხასიათის იყო და მონაწილეებმა თიბისის, როგორც დამსაქმებლისა და ტექნოლოგიური კომპანიის შესახებ არაერთი საკითხი მიმოიხილეს.
გარდა კარიერული ბუთქემფისა, თიბისიმ და პროექტის სხვა პარტნიორმა კომპანიებმა მიმართულებების მიხედვით, ბენეფიციარებისთვის მოამზადეს ტექ დავალებები, რომლის შესასრულებლად ბენეფიციარებს ქონდათ 4 კვირა.
“500 ქალი ტექნოლოგიებში” სამ ეტაპად, 2023 წლის აპრილამდე ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, თიბისისა და BTU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, შედეგად, თიბისი პროგრამის გამორჩეულ მონაწილეებს თიბისის IT აკადემიაში გადაამზადებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, თიბისი კურსდამთავრებულებს დაასაქმებს და მათ შემდგომ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს.
თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისიში. ეს საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. 2019 წლიდან დღემდე, თიბისი IT აკადემიაში უკვე 640-მა ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 220 სტუდენტი კი თიბისიში დასაქმდა.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები