„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
კახეთში, სასტუმრო ლოპოტაში, თიბისიმ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელებისათვის ფორუმი გამართა, სადაც ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.
ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეხუთე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდა.
„წლევანდელი რეგიონული ფორუმების სერია, რომელსაც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს, კახეთის, რიგით მე-5 ბიზნეს ფორუმით დაიხურა. წელს, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, კახეთში მეტი აქცენტი ექსპორტსა და ტურიზმზე გაკეთდა. ფორუმში 200-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა,“ - ანკა თოთიბაძე, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი.
ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების საექსპორტო შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, სასტუმროს მენეჯმენტზე, ბრენდისა და მარკეტინგის აქტუალურ საკითხებზე.
„ვისაუბრეთ ამ რეგიონისთვის ძალიან აქტუალური თემაზე - სასტუმროს მენეჯმენტზე და ოპერაციებზე. როგორ უნდა გავხსნათ და გავმართოთ სასტუმრო, რომ სწორად დაიწყოს ფუნქციონირება. ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს რეგიონს და ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესისთვის,“- ქეთი ალიმბარაშვილი, ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი ტურიზმისა და მასპინძლობის მიმართულებით.
„თიბისის რეგიონული ფორუმების სერია წარმატებით გაგრძელდა კახეთში. ჩვენ ვისაუბრეთ ფინანსებზე სხვადასხვა მიმართულებით აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებზე,“ - შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი პარტნიორი.
„მე ვისაუბრე სასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე და იმ შესაძლებლობებზე, რაც აგრარულ სექტორს განვითარებადი ბაზრების მიმართულებით აქვს. მსგავსი ფორუმები, პირველ რიგში, არის კომუნიკაციის კარგი საშუალება კერძო სექტორსა და სხვა დამხმარე სექტორებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია,“ - გიორგი გუდაბანიძე, ექსპორტის განვითარების ასოციაციის დირექტორი.
ფორუმის ერთ-ერთი მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაა.
„ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ვეცნობით ბიზნესის სხვადასხვა ასპექტებს და გამოცდილებას, რომელიც შეიძლება შემდეგში ჩვენს საქმიანობაში გამოვიყენოთ,“ - ალექსი ბარათაშვილი, სასტუმრო კომპლექს „ზუზუმბოს“ გენერალური მენეჯერი.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის საინტერესო თემაზე, რაც კომპანიის ბრენდირებას შეეხება. ამ თემაზე ბევრი საინტერესო პასუხი მივიღე,“ - სანდრო მილორავა, მარანი „მილორაულის“ დამფუძნებელი.
წელს თიბისიმ რეგიონული ფორუმების სერიით საქართველოს შემდეგი რეგიონები დაფარა: შიდა ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა და კახეთი. რეგიონული ფორუმები 2023 წელსაც გაგრძელდება.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები