„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
მზის პანელების ხელმისაწვდომობისა და ბიზნესების ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობისთვის თიბისი კომპანიებს გრძელვადიან სესხს სთავაზობს.
რა უპირატესობები აქვს მზის ენერგიას - მზისგან მიღებული ენერგია განახლებადია და მუდმივი, ეკოლოგიური თვალსაზრისით მზის პანელების გამოყენება გონივრული გადაწყვეტილებაა, შესაძლებელია ფინანსური სარგებლის მიღება; გაძლევს საშუალებას, იყო დამოუკიდებელი და რაც მთავარია, გაწეული ხარჯები არ არის მაღალი, მზის პანელები ელექტროენეგიის ხარჯს 75%-ით ამცირებს.
თიბისი მომხმარებლებს გრძელვადიან ბიზნეს სესხს სთავაზობს მზის პანელების შეძენის მიზნობრიობით. კომპანია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მოხმარებლებისთვის არაერთ ბენეფიტს აწესებს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პროექტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს:
“გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებაში და ხელი შევუწყოთ კომპანიებს, განახორციელონ ფინანსურად მომგებიანი გრძელვადიანი ინვესტიციები. გასათვალისწინებელია ელექტროენერგიის მზარდი ტარიფიც, რაც ბიზნეს დანახარჯებზე პირდაპირპროპორციულად აისახება. მზის სადგურით გამომუშავებული ელექტროენერგია ბიზნესებს მისცემს შესაძლებლობას, შეიმცირონ საოპერაციო ხარჯი, მოიპოვონ ენერგოდამოუკიდებლობა და მეტიც, ჭარბად გამომუშვებული ელექტროენერგიით გაიჩინონ დამატებითი შემოსავლის წყარო”, — აცხადებს კობა ქუთათელაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის სერვის ექსპერტი.
განხორციელებული ინვესტიცია გულისხმობს ელექტროენერგიაში დაზოგილი დანახარჯის მიმართვას სესხის ყოველთვიურ გადასახადში, ხოლო 7-10 წლის შემდეგ უფასო ელექტროენერგიის გამომუშავებას. პროექტი კი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ისეთი ბიზნესებისთვის, როგორებიცაა საწარმოები, სასტუმროები, სამედიცინო კლინიკები, სასათბურეები და სამაცივრე მეურნეობები და სხვა.
პროექტში თიბისისთან ერთად ჩართულია ქართული კომპანია Geo-Energy, რომელიც უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს მზის ენერგოსადგურების პროექტირება-დიზაინს, მშენებლობა-მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას.
კომპანია ახორციელებს მზის სადგურის მონიტორინგს პირველი წლის განმავლობაში და გაძლევთ გამომუშავებული სიმძლავრის გარანტიას (ე.წ. Performance Guarantee) 12 თვის განმავლობაში — იმ შემთხვევაში თუ პირველი 12 თვის განმავლობაში მზის მიკრო ელექტროსადგურმა ვერ გამოიმუშავა წინასწარ დათვლილი ელექტროენერგია, მაშინ კომპანია საკუთარი სახსრებით ზრდის სიმძლავრეს და უზრუნველყოფს მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევას. თავად მზის პანელებზე ვრცელდება 15 წლიანი ქარხნული გარანტია. რაც მთავარია, კომპანია, აპლიკაციის საშუალებით, გამომუშავებული ელექტროენერგიის 24-საათიანი კონტროლის შესაძლებლობასაც გაძლევთ.
კომპანიის დამფუძნებელი, ლევან აბაშიძე აღნიშნავს, რომ თიბისის შემოთავაზება ერთგვარი ბიზნესპროექტია, რომლითაც ბანკი მოხმარებელს სთავაზობს არა მხოლოდ დაზოგვას, არამედ შემოსავლის წყაროსაც.
“მზის პანელებით სარგებლობა ზოგიერთ ბიზნესს მომხიბლავ წინადადებად არ ეჩვენებოდა, რადგან აქამდე პირველი 5 წელი სესხის დაფარვას სჭირდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ უფასო ელექტროენერგიით სარგებლობა. თიბისის ამ პროდუქტის დახმარებით კი ამიერიდან მომხმარებლები მზის ენერგიის უპირატესობებით დღესვე ისარგებლებენ. ახლა ვაძლევთ ბიზნესებს იმას, რაც, სხვა შემთხვევაში, 5 და 10 წელიწადში უნდა მიეღოთ”, — განმარტავს ლევანი.
თიბისი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას “მწვანე“ ინვესტიციის განხორციელებაში და მხარს დაუჭერს კომპანიებს, გახადონ საკუთარი საქმიანობა ეკომეგობრული.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები