„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
„წარმოიდგინეთ, მოდიხარ ტროტუარზე ეტლით, ამ დროს გხვდება „დაპარკინგებული“ ავტომობილი. იძულებული ხარ, ეტლი ასწიო, გზის სავალ ნაწილზე ჩახვიდე, შემოუარო მანქანას და ისევ ტროტუარზე დაბრუნდე“, - ვკითხულობთ „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებლის, ნანა ბაგალიშვილის წერილში, რომელიც უცნობი თანამოქალაქის სახელზე დაიწერა. ავტორი იმედოვნებს, რომ შესაძლოა ამ გზავნილით ერთი მძღოლის ქცევა მაინც შეიცვალოს. მაშინ ნანაც კმაყოფილი იქნება და ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის კულტურაზე ზრუნვის მიზნით ფართომასშტაბიანი კამპანია დაგეგმეს.
იდეა ავტოსფეროს ლიდერ კომპანიაში, „თეგეტა ჰოლდინგში“ გაჩნდა. საინფორმაციო ბანერებით, არაორდინარული საგზაო ნიშნებითა თუ საგანმანათლებლო აქტივობებით კამპანიამ ყურადღება მალევე მიიქცია და თანამოაზრეებიც აიყოლია.
ნანა ბაგალიშვილი პრობლემას მაშინ წააწყდა, როცა ახალდაბადებული თუთა ქუჩაში სასეირნოდ გამოიყვანა და აღმოაჩინა, რომ ტროტუარზე საბავშვო ეტლით გადაადგილება არც ისე მარტივია.
„მანქანებით გადავსებულ ტროტუარზე ხშირად გასავლელი აღარ რჩება. ამის გამო დედები რთულ მდგომარეობაში ვვარდებით. ჯერ ერთი, ბავშვიანი ეტლი ძალიან მძიმეა და მისი ხელით აწევა რთულია, მაგრამ უფრო უარესი ის არის, რომ ასეთ დროს საფრთხეში აგდებ როგორც საკუთარ, ისე შვილის სიცოცხლეს. საფრთხეს უქმნი იმ მძღოლსაც, რომელიც ამ დროს სამანქანო ნაწილზე მოდის და სულ არ ელოდება, რომ ტროტუარიდან მის გზაზე ჩახვალ“, - გვიყვება ცოდნის კაფეს დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.
ზოგჯერ კანონდამრღვევი მძღოლების გამართლებაზეც უფიქრია, იქნებ, სად ეჩქარებოდა, ავტომობილი ტროტუარზე რომ დატოვაო. თუმცა მერე უჩნდება კითხვა: თვითონ სად წავიდეს მცირეწლოვან შვილთან ერთად? ეს ხომ ერთადერთი ადგილია ფეხით მოსიარულეებისთვის.
„დიდი პასუხისმგებლობაა, როცა საჭესთან ზიხარ, ამ დროს შენი და გარშემომყოფების სიცოცხლეზე ხარ პასუხისმგებელი. როცა მანქანას ტროტუარზე ტოვებთ, ჩვენ, დედები, ძალიან დაუცველები ვრჩებით. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს აწუხებს ეს პრობლემა. სიამოვნებით შევუერთდი „თეგეტას“ კამპანიას. ვიმედოვნებ, ერთად უფრო მეტ მძღოლს მივაწვდენთ ხმას“, - ამბობს ნანა ბაგალიშვილი.
„თეგეტა“, ნანას სახელით, ასეთ წერილს იმ მძღოლებს დაუტოვებს, ვინც ტროტუარზე ტოვებს მანქანას. ნანას იმედი აქვს, რომ მოახერხებს, დააფიქრებს და შეცვლის დღეს არსებულ სიტუაციას, როცა ხშირად უბრალოდ არ იცის, სად და როგორ გაასეირნოს თუთა ეტლით.
ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „უკვე მეოთხე თვეა „თეგეტას“ კამპანია მიმდინარეობს. ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.
შეგახსენებთ, რომ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია „იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები