„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თბილისში, უკვე ორ ლოკაციაზე, - დედაენის ბაღსა და კიკვიძის პარკში თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სკეიტმოედნები ფუნქციონირებს. ორივე პროექტი, თბილისის
მერიის დაკვეთით, სამშენებლო კომპანია „რეფორმამ“ შეასრულა. კიდევ ერთი
სკეიტმოედანი თბილისს, ვარკეთილში შეემატება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, Reforma Construction Management Company, კონტრაქტორი კომპანია Renovate - ის ჩართულობით, წლის ბოლომდე ვარკეთილის II კვარტალში, საქართველოს ერთიანობისთვის
მებრძოლთა ქუჩაზე, 1200 კვადრატული მეტრის სკეიტპარკს ააშენებს.
„აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ეს„რეფორმას” რიგით მესამე სკეიტმოედანია.
ამ დროისთვის, ინტენსიურად მიმდინარეობს როგორც ბეტონირების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, ლანდშაფტური დაგეგმარებისა და
მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის. ჩვენი გუნდის უმაღლეს სტანდარტს ადასტურებს უკვე განხორციელებული პროექტები და ახლაც, საერთაშორისო პარტნიორების
ჩართულობით, ვახორციელებთ არამხოლოდ სამშენებლო, არამედ საპროექტო სამუშაოებსაც. ეს კი, თავისთავად, საბოლოო პროდუქტის ხარისხის
გარანტიაა.” ამბობს „რეფორმას” პროექტების მენეჯერი, მათე
ნაცვლიშვილი.
მათე ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ პროექტი Design Build-ის მოდელით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკვე
არსებობს „რეფორმას” გუნდის მიერ განხორციელებული რეგიონში საუკეთესო სკეიტპარკი, საუბნო სკეიტპარკზე მუშაობა კიდევ ახალი გამოწვევა და სიანტერესო გამოცდილებაა.
„საპროექტო სამუშაოებისას მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ისე დაგვეგეგმა საუბნო სკეიტმოედანი, რომ გაგვეთვალისწინებინა როგორც ადგილობრივი სპორტსმენების, ასევე, აქ მცხოვრები მოზარდებისა და რეკრეანტების საჭიროებები. სწორი სივრცითი განაწილება შესაძლებლობას იძლევა როგორც სპორტული, ისე სარეკრეაციო აქტივობებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პარკი მაქსიმალურად
ინტეგრირებულია არსებულ ლანდშაფტურ კონტურში და ჰარმონიულად ერწყმის ურბანულ სივრცეებს.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს პროფესიონალ გუნდთან ერთად, ქართველი სკეიტერების ინიციატივით, მშენებლობის პროცესში დავასაქმეთ სპორტსმენები, რომლებიც გამოცდილებას ჩვენი უცხოელი სპეციალისტებისგან აგროვებენ და სამომავლოდ, სურვილი გვაქვს, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი კვალიფიკაციური კადრებით განვახორციელოთ. Მნიშვნელოვანია თავად პრეცედენტი, რომ ერთის მხრივ, ქალაქი ზრუნავს ახალგაზრდებზე, მათ ჯანსაღ ცხოვრების წესის წახალისებაზე, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და მეორეს მხრივ, თავად ახალგაზრდები არიან ჩართულები ქალაქის განვითარებასა და მის სოციალურ ცხოვრებაში“, - ამბობს მათე ნაცვლიშვილი.
კომპანია „რეფორმას“ არაერთი მსგავსი, სხვადასხვა მასშტაბის პროექტი აქვს განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, მაგალითად, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია, დუშეთის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია; თბილისის რიყის პარკის კეთილმოწყობა; მზიურის პარკის რეაბილიტაცია; ორთაჭალის პარკის მშენებლობა;
თბილისის ზღვისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული და სანაპირო ზოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებიდა სხვა.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები