„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
მზად არის თქვენი ავტომობილი ქალაქში დასაბრუნებლად ზაფხულის თავგადასავლებისა და მოგზაურობის შემდეგ?!
არსებობს გადამოწმების სტანდარტული პარამეტრები, რომლებიც რამდენიმე პუნქტს მოიცავს - პირველ ადგილზე სავალი ნაწილია, რომლის ძირითადი შემადგენელი საბურავები და სამუხრუჭე სისტემაა. მოძველებული და გაცვეთილი საბურავი სამუხრუჭე დისტანციას აგრძელებს და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ახალ სეზონთან შესახვედრად „თეგეტა მოტორსში“ სექტემბრის აქციები დაიწყო.
აქცია საბურავებზე
თვის ბოლომდე შეგიძლიათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებით, რომლებიც „თეგეტას“ სხვადასხვა სერვისსა და პროდუქციაზე ვრცელდება.
3+1 აქციით შეიძენთ ნებისმიერი ბრენდის საბურავს, რომელიც კომპანიის შოურუმშია წარმოდგენილი.
განსაკუთრებული შეთავაზებით ისარგებლებენ Off Road-ის მოყვარულებიც და შესაბამის საბურავებს სექტემბერში სპეციალურ ფასად შეიძენენ.
შეთავაზება აკუმულატორებზე
შვებულებების სეზონზე დიდი დატვირთვითმომუშავე აკუმულატორებს უყურადღებოდ ვერ დატოვებთ.
„თეგეტა მოტორსში“ მაღალხარისხიანი აკუმულატორების ყველაზე დიდი არჩევანია. ფასის, ბრენდისა და რესურსის მიხედვით, პროფესიონალი პერსონალი თქვენი ავტომობილისთვის საუკეთესო ვარიანტს შეგარჩევინებთ. კომპანიაში წარმოდგენილი აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე მიმდინარე თვეში 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ, მათ შორის ისეთ ბრენდებზე, როგორებიც არის Varta და Exide.
ამასთანავე, ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, დამატებით 40 ლარამდე ფასდაკლებასაც მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ Varta-ს, Fiamm-ის, Optima-ს და BEX-ის აკუმულატორებზე „თეგეტაში“ უსასრულო გარანტია მოქმედებს.
ფასდაკლება საცხებ-საპოხ მასალებზე
მნიშვნელოვანი სიახლეა მათთვის, ვისაც ახლა ძრავის ზეთის შეცვლა უწევს: პრემიუმ ბრენდის, PETRONAS-ის ზეთებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
იგივე შეთავაზება ვრცელდება „თეგეტა მოტორსის“ ავტომანქანის ათეულობით განსხვავებული წარმოების მოვლის საშუალებებზე, როგორებიც არისMotul, Sonax და სხვა.
კიდევ უფრო დიდი ფასდაკლებით ისარგებლებთ, თუ სააქციო პროდუქციას „თეგეტა მოტორსის“ ონლაინ შოპზე შეიძენთ.
იმისათვის, რომ დაზოგოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ Online რეზერვაციას - დაჯავშნეთ სერვისი„თეგეტაში“ ონლაინ და მიიღეთ მომსახურება რიგშიდგომის გარეშე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ონლაინ რეზერვაციის შემთხვევაში თბილისის ფილიალებში სერვისსა და სრულ პროდუქციაზე (უკვე ფასდაკლებული პროდუქტის გარდა) 20%-იან ქეშბექს მიიღებთ.
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები