„თეგეტასა“ და „ეშვის“ კოლაბორაცია - როცა სამკაულ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
|
აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივის“ და პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”, ფარგლებში გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის თემო სახოკიას სახელობის ინტეგრირებული ბოულინგის ჩემპიონატი საქართველოს პირველობაზე 2021.
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ომის ვეტერანებმა, პარასპორტსმენებმა, შშმ პირებმა, აფხაზეთიდან დევნილებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.
ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ ტიტულოვანი პარასპორტსმენები თემურ დადიანი და ნინო საბაშვილი. თემური ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია მკლავჭიდში. ასევე, პარამოთხილამურე და გინესის 2-გზის რეკორდსმენი. ნინო წოლჭიმში ორგზის მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი და მკლავჭიდში სამგზის მსოფლიო პრიზიორი და ვიცე–ჩემპიონი გახლავთ.
„პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“- ს ფარგლებში წელს პირველად გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის თემო სახოკიას სახელობის ჩემპიონატი და დამკვიდრდა მისი სახელობის გარდამავალი თასი, რომელიც ამიერიდან 1 წლით გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა. სიმბოლურია, მაგრამ ნიშანდობლივი, რომ სწორედ თემოს ვაჟმა ლუკა სახოკიამ აჩვენა საუკეთესო შედეგი ინდივიდუალურ მაჩვენებელში. ჩვენი ორგანიზაციისა და მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანია მივცეთ მონაწილეებს მეტი სტიმული იყვნენ აქტიურები და სხვებსაც მისცენ ამის მაგალითი.
ჩვენი მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობა სპორტულ-შემოქმედებითი და სოციალურ პროექტებში ჩართულობის გზით.“ -განაცხადა ახალგაზრდული მედიაკავშირისა და პროექტის დირექტორმა ხათუნა გავაშელმა.
ჩემპიონატის აუცილებელი პირობა იყო, რომ თამაშის დროს ყველა მონაწილეს ეტლით უნდა ესარგებლა. ტურნირი გუნდური პრინციპით ჩატარდა. გამოვლინდა როგორც ჩემპიონი გუნდი, ასევე საუკეთესო ინდივიდუალური მონაწილე. გამარჯვებულებს 1 წლით გარდამავალი თასი, ფულადი პრიზები, დიპლომები, მედლები და ღონისძიების მხარდამჭერების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები