SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
|
თიბისიმ და წამყვანმა გლობალურმა საკონსულტაციო კომპანიამ - McKinsey & Company ერთობლივ ონლაინ კონფერენციას უმასპინძლეს - “ტურიზმი - გზა სექტორის აღდგენისკენ”.
შეხვედრაზე, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა - ლევან შავკაციშვილმა, თიბისი კაპიტალის მმართველმა დირექტორმა - მერი ჩაჩანიძემ და McKinsey & Company-ის პარტნიორმა - ნათან საიცმანმა ისაუბრეს.
გამომსვლელებმა განიხილეს ტურიზმის მიმართულებით როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტენდენციები - როგორ იცვლება ინდუსტრია და როგორ შეიძლება აღდგეს სექტორი.
კონფერენციაზე წარმოდგენილი ადგილობრივი ტენდენციების თანახმად, წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა. შემცირებული ფასების პირობებში, უკანასკნელ პერიოდში რეგიონალურ სასტუმროებში დატვირთულობა გაზრდილია, თუმცა, ჩაკეტილი საზღვრების გამო, 2019 წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.
არსებული ჯავშნებით, ივლისში სასტუმროების დატვირთულობა თბილისში - 4%, ბათუმში - 13%, კახეთში კი 28%-ია. ვიზიტორების მოსაზიდად მომხმარებლებს რეგიონების დიდ სასტუმროებში საშუალოდ 30-45%-მდე ფასდაკლებებით შეუძლიათ სარგებლობა.
ივნისი-ივლისში ქართველი ტურსიტები ძირითადად არჩევანს თბილისთან ახლოს დასვენებაზე აკეთებენ, განსაკუთრებით უქმეებზე. შესაბამისად, წლიური შემცირება უნაღდო ანგარიშსწორებაში კახეთში - 45%, მცხეთა-მთიანეთში კი 54% იყო, მაშინ როდესაც აჭარაში უნაღდო ანგარიშსწორება 75%%-ით არის შემცირებული, თბილისში ოთახების განთავსებიდან მიღებული ბრუნვა კი თითქმის განულებულია.
McKinsey & Company-ს მონაცემების თანახმად, საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობის ძირითადი მოთხოვნებია ოთახის საფუძვლიანი დალაგება, 72 საათიანი შუალედი ოთახის ჯავშნებს შორის და ოთახის მომსახურების გაუქმება. ასევე, მათი დაკვირვებით წინასწარი ჯავშნების ხანგრძლივობა საგრძნობლად დამოკლებულია და მომხმარებელი დაჯავშნისას უპირატესობას მოქნილობას ანიჭებს (ჯავშნის გაუქმება ჯარიმის გარეშე).
კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანიამ ტურზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის რეკომენდაციებიც გააჟღერა, მათ შორის სასტუმროს სივრცეებისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება, სასტუმროში მოკლევადიანი დარჩენის შეთავაზებები და აქციები, ასევე მეტი უსაფრთხოებისთვის მასპინძლობის პროცესის დეტალური გაანალიზება.
თიბისი კაპიტალის მოლოდინით, საქართველოში ტურიზმი 2019 წლის ნიშნულს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება.
ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსების და, ზოგადად, სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია.
„თიბისი საიმედო პარტნიორია როგორც მცირე და საშუალო ზომის, ასევე მსხვილი, ქსელური ტიპის სასტუმროებისათვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. არსებულ რთულ პერიოდში, თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან მათ საჭიროებებზე მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება იმისთვის, რომ სექტორის ამოქმედებას მოთამაშეები მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება. მსხვილი პროექტების შემთხვევაში, აქტიურად ვეთანამშრომლებით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რაც გვეხმარება დამატებითი რესურსების მოძიებასა და მომხმარებლებისთვის დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში. ტურიზმის სექტორს სხვა არაერთი ინციატივითაც ვუჭერთ მხარს - მაგალითად, თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა. ამასთანავე, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის ბაზრის მოთამაშეებს განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ“, - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები