თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში პირველად, უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - „FIABCI-Georgia Prix d’Excellence Awards 2022“ 20 გამარჯვებული გამოვლინდა. ღონისძიებას სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსმა“ უმასპინძლა.
ასე გამოიყურება გამარჯვებულთა სია, შემდეგ ნომინაციებში:
· დაბალსართულიანი საცხოვრებელი შენობები (5 სართული და ნაკლები) - ოქროს გამარჯვებული - „კრწანისი რეზორთ რეზიდენსი“.
· საშუალო სიმაღლის საცხოვრებელი შენობები (5-დან 17 სართულამდე) - ოქროს გამარჯვებული - „დომუსი“
· კურორტი - ოქროს გამარჯვებული - „შუხმან ჯგუფი“;
· კურორტი- ვერცხლის გამარჯვებული - „ვილა რეზიდენსი“
· ენერგო ეფექტური და მწვანე პროექტები - ოქროს გამარჯვებული - „თბილის ჰილსი“; ვერცხლის გამარჯვებული - „დომუსი“
· მრავალფუნქციური კომპლექსი - ოქროს გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“
· რესტორანი - ოქროს გამარჯვებული - „ეთნო წისქვილი“
· სასტუმრო - ოქროს გამარჯვებული - ბუტიკური სასტუმრო „მანინო უწერა“; ვერცხლის გამარჯვებული - „შუხმან ვაინს შატო და სპა“;
· მდგრადი განვითარება - ოქროს გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“; ვერცხლის გამარჯვებული - „მეამა“
· საოფისე ფართები - ოქროს გამარჯვებული - „მეამა“; ვერცხლის გამარჯვებული - „აქსის თაუერსი“
· საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა - ოქროს გამარჯვებული - „ბათუმის სტადიონი“, კომპანიები „სიემსი“ და „ანაგი“
· გენერალური გეგმა - ოქროს გამარჯვებული - „თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა“; ვერცხლის გამარჯვებული - „მწვანე ქალაქი ლისზე“
დაჯილდოების ფარგლებში სპეციალური ჯილდო სამ ნომინაციაში გაიცა. ესენია:
· FORBES WOMAN GEORGIA-ს ნომინაცია: გავლენიანი ქალი უძრავ ქონებაში - სიუზან გრინფილდი, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი;
· ჟურნალ სითის ნომინაცია: ინოვატორი არქიტექტორი - გიორგი ხმალაძე;
· PROPERTY GEORGIA-ს ნომინაცია: სამშენებლო-საინჟინრო კომპანია „იმპოსტი მეპ“.
ეროვნულ დონეზე შერჩეული პროექტები ჟიურის ადგილობრივ წევრებთან ერთად, სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან გამოავლინეს. გამარჯვებულები მონაწილეობას საერთაშორისო დაჯილდოებაზე FIABCI World Prix d”Excellence Awars-ზე მიიღებენ.
დაჯილდოებამდე საერთაშორისო კონფერენცია „მწვანე ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე ქალაქები“ გაიმართა. ღონისძიებაზე უძრავი ქონების სექტორის წამყვანი მოთამაშეები მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან შეიკრიბნენ. კონფერენციაში მონაწილეობა სფეროს ექსპერტებმა აშშ-დან, ევროპიდან, აზიიდან და ემირატებიდან მიიღეს.
ინფორმაციისთვის, FIABCI-Georgia საქმიანი შესაძლებლობების მოძიების, სწავლისა და კონტაქტების დამყარების უნიკალური პლატფორმაა. მისი მიზანია, აღნიშნული ღონისძიებით საქართველო საერთაშორისო რუკაზე დაპოზიციონირდეს, როგორც მაღალი დონის, საინტერესო პროექტების განმავითარებელი ქვეყანა. უძრავი ქონების პროექტების Prix d’Excellence დაჯილდოება მუდმივ ხასიათს მიიღებს და საერთაშორისო კონფერენციასთან ერთად, სხვადასხვა ქალაქებში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები