1 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Axel-მა ქართული ტექნოლოგიური სტარტაპებისა და „ანგელოზ ინვესტორების“ შეხვედრა გამართა

საქართველსო ბანკი სტარტაპებისათვის საინტერესო ღონისძიებების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ჩართულობით ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეული 15 მდე ინვესტორი ესტუმრა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს საქართველოში „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის გაძლიერება და თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. ინვესტორების დაინტერესება და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა.

 

„ჩვენი მისიაა დავაჩქაროთ ტექნოლოგიური სტარტაპების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში ყველაზე პერსპექტიული ანტრეპრენერებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობით“,- განაცხადა გური ქოიავამ „აქსელის“ თანადამფუძნებელმა.

 

„ჩვენი მხარდაჭერის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში „ანგელოზ ინვესტორების“ შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გვინდა ხაზი გავუსვათ მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას, რადგან სწორედ ასეთი შეხვედრები წარმოადგენს  ქვეყანაში წარმატებული სტარტაპ ეკოსისტემის შექმნის წინაპირობას. მოზიდული უცხოური ინვესტიცია ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამისათვის კი საჭიროა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, როგორ გააკეთონ ეს. სწორედ ეს შეხვედრა არის კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, გაიზიარონ უცხოური გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა პანელურ დისკუსიებში, სემინარებში. ინვესტორებს კი აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს, მათ  პრეზენტაციებს და მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

„Visa არის ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მხარდამჭერი. ჩვენი სტრატეგიაა გავაძლიეროთ მცირე და საშუალო ბიზნეს ეკოსისტემა და ხელი შევუწყოთ მეწარმეებს გაანალიზონ და გადალახონ ის სირთულეები, რომელსაც წარმატების გზაზე აწყდებიან. ჩვენი მხარდაჭერის სტრატეგია ბევრი სხვადასხვ პროექტისგან შედგება, ნაწილი არის გლობალური ინიციატივები #WhereYouShopMatters და #ShesNext, ნაწილი კი ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები. ვთვლით, რომ მსგავსი მიქსი ხელს უწყობს გლობალური გამოცდილების ლოკალურ ბაზარზე უკეთ ინტეგრირებას. აქსელთან თანამშრომლობამ მოგვცა საშუალება, დამატებითი წვლილი შეგვეტანა ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებასა და ანგელოზი ინვესტორების კულტურის ცნობადობის ამაღლებაში. დარწმუნებულები ვართ, სტარტაპების დამფუძნებლების ჩართვა საერთაშორისო ქსელში დაეხმარება მათ ცნობიერებისა და უნარჩვევებისა განმტკიცებაში, რაც მათი სამომავლო წარმატების საწინდარია“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას გენერალურმა მენეჯერმა, კავკასიის რეგიონში.

 

ღონისძიება ორ დღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებს, ნეთვორქინგს და ქართული კომპანიების მიერ მოკლე პრეზენტაციების წარდგენას ინვესტორთათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.

 

ღონისძიებაზე განიხილება საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციის და აქსელერაციის პროგრამები. პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა ინვესტორებისათვის დამატებითი დაფინანსების მოძიების მიზნით.  

 

აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისათვის. თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას, ასევე  საქმიანი და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას ევროპის ქვეყნებთან.

 

პროექტი თბილისის მერიისა და "ანგელოზ ინვესტორთა" ქსელის- AXEL-ის ორგანიზებით, საქართველოს ბანკისა და  Visa-ს მხარდაჭერით  ხორციელდება.

 

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/events/1954807451360273/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...