‘’ აჭარაბეთ არენაზე“ საქართველოს ნაკრები პირველი მატჩს გამართავს
2021-09-02 15:44:54
დღეს, 2 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად ითამაშებს “აჭარაბეთ არენაზე“ .
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და კოსოვოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 2 სექტემბერს, 20:00 საათზე “აჭარაბეთ არენაზე“ გაიმართება. ქვეყანაში არსებული კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
“რა თქმა უნდა, როგორც მწვრთნელებისთვის ისე მოთამაშეებისთვის ცარიელ სტადიონზე თამაში არც თუ კომფორტულია. ეს სპორტი ყველას გულშემატკივრებთან ერთად გვიყვარს. სამწუხაროდ, ახლა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ გარკვეული რეგულაციების დაცვა გვიწევს და ამას პატივი უნდა ვცეთ.
რაც შეეხება, კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს, ჩვენ ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ, რომ ამ მომენტში სრული კონცენტრაცია კოსოვოსთან მატჩზე უნდა მოვახდინოთ და ესპანეთზე ბევრი არ ვიფიქროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ.
კოსოვოს ნაკრების ბევრი მოთამაშე კარგ გუნდებში და კარგ ლიგებში თამაშობს. რა თქმა უნდა, ხვალ რთული მატჩი გვექნება, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მეტოქის დაუფასებლობას ადგილი არ ექნება, ასი პროცენტით დავიხარჯებით და სამი ქულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ეს ჩვენი მთავარი მიზანია.“- განაცხადა ვილი სანიოლმა მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.
თიბისი კაპიტალმა გამომწერებს ვებინარზე საქართველოს საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა - 2024 წლის შედეგები და 2025 წლის მოლოდინები გააცნო. ბოლო წლებში, გაზრდილმა ეკონომ...
თანამედროვე ბიზნესგარემო მუდმივ ცვლილებებს განიცდის, რომელიც კომპანიებს უბიძგებს, მიიღონ სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ დაარსდა 2010 წელს GEC Consulting &mdash...
რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გარემოს, როცა წარსულისა და მომავლის გზაჯვარედინზე დგახარ და ცვლილებებისთვის გამბედაობას იკრებ? რა დატვირთვა აქვს ამ პროცესში ფერს, სიტყვას, წაკითხულ ...
PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც Microsoft Dynamic 365 Business Central და LS Retail სრულად დანერგა და ამით მომსახურების ხარისხის, ოპერაციული ეფექტიანობისა და ბიზნეს პ...
თიბისიმ სტუდენტებს კიდევ ერთი განსაკუთრებული ინიციატივა შესთავაზა. ახალი თიბისი ბარათით, სტუდენტებს შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხის 10% პარტნიორი უნივერსიტეტების კაფეტერიებში. გახსოვდეთ, რომ შეთ...
„მოემზადე“ – წინ ბევრი საინტერესო გზა გელოდება. მოემზადე მოგზაურობისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის, წვიმისთვის, ქარისთვის, მზიანი ამინდებისთვის... ყოველი დიდი მოვლენის წინ ადამიანე...
თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...
კომენტარები