„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
„ახალი საირმე“ 18-იდან 29 აპრილის ჩათვლით შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსებს უმასპინძლებს. პროექტს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია DMO იმერეთთან პარტნიორობით ახორციელებს.
მასტერკლასები აგებულია იტალიურ სამზარეულოზე და მოიცავს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მოქმედ მზარეულებსა და შეფებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს წამყვანი პროფესიონალებისგან შეისწავლონ კერძების მომზადების ტექნიკები და გაიღრმაონ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „ესაა ინტენსიური კურსები იმ მოქმედი მზარეულებისა და შეფებისთვის, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების შეძენა სურთ. ბევრი ამზადებს პიცას, პასტას, რავიოლის, მაკარონს, მაგრამ, რომ გადავხედავთ, თითქმის ყველა იუთუბიდან აღებული რეცეპტითა და მომზადების ტექნიკით ხელმძღვანელობს. ჩვენ კი ავთენტიკურ კერძებს შევთავაზებთ ამ საქმის მეტრებისგან“.
„ახალ საირმეში“ 27-29 აპრილი მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფის - მატეო სივეროს მასტერკლასს დაეთმობა, რომელიც მოიცავს: თანამედროვე და კლასიკური იტალიური სამზარეულოს ტექნიკებს, მოლეკულური სამზარეულოს მასტერკლასებსა და ვახშმის მომზადებას.
18-22 აპრილს გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ის პრეზიდენტის, მიშლენის ვარსკვლავიანი რესტორნების შეფისა და მენეჯერის - ჯოვანი ტუჩის მასტერკლასი გაიმართება, რომელიც მოიცავს: ანტიპასტას, პასტას, სოუსების, ხორცისა და დესერტის მომზადების ტექნიკების შესწავლას.
გურამ ბაღდოშვილი, შეფი, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელი: „მაღალი ეშელონის ვეტერანი იტალიური სამზარეულოდან და ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მიშლენის ვარსკვლავი 18 წლის ასაკში მიიღო. ეს ყველაფერი ერთად არის გამოცდილება და მოტივაცია, რომელსაც მოწვეული პროფესიონალები, კერძების ცოდნასთან ერთად, გაუზიარებენ ქართველ შეფებს.
ორივე მათგანი არაერთხელ სტუმრობდა საქართველოს და ორივე შეყვარებულია ჩვენს ქვეყანაზე. გარდა ამისა, გამოცდილი იტალიელი შეფი ჯოვანი ტუჩი „ახალი საირმის“ სამზარეულოს განვითარებაზე თავადაც მუშაობდა, კახა ციკოლიასთან ერთად, რაც კიდევ უფრო ოჯახურ გარემოს უქმნის მთელ ამ პროცესს.
ჩვენი სურვილია, ქართულმა სამზარეულომ საერთაშორისო მოთხოვნებს უპასუხოს, ამა თუ იმ ქვეყნის კერძები სწორი ფორმით მოხვდეს საქართველოს რესტორნების მენიუში, იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ამ კურსს გაივლიან, თავი დაიმკვიდრონ მაღალ ქართულ გასტრონომიაში“.
მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის, მზარეულებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს „ახალი საირმის“ შეფი კახა ციკოლია, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. გურამ ბაღდოშვილი კი თეორიულ ნაწილს გაუძღვება.
პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით გადამზადდება 15 შეფი იმერეთის რეგიონიდან. საქართველოს მასშტაბით, სხვა დაინტერესებული შეფებისთვის კი მიღება უკვე გამოცხადებულია. შესაძლებელია როგორც ცალკეული შეფების მასტერკლასების, ისე სრული კურსის გავლა. დაინტერესების შემთხვევაში რეგისტრაციის გავლა „ახალი საირმისა“ და „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ სოციალური ქსელების დახმარებით არის შესაძლებელი.
„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია” 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი არიან. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.
სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და როგორც ქართველი ისე უცხოელი ინსტრუქტორების ჩართულობით ხორციელდება.
2020 წელს საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ, შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.
მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები