„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
. „თეგეტა აკადემიის“ სტუდენტები სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგს გადიან
„თეგეტა აკადემიაში“, USAID-ის მხარდაჭერით, ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსი მიმდინარეობს. პროგრამის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის შესაბამისი კომპეტენციის ადამიანების მომზადება. სწავლება განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს , ექსკავატორის ოპერირების პროფესიას დაეუფლოს ან კომპეტენცია გაიღრმაოს.
ექსკავატორის ოპერატორის სასწავლო კურსი ორი მოდულისგან შედგება. სტუდენტები, თეორიულთან ერთად, სიმულაციურ და პრაქტიკულ ტრენინგებსაც გადიან. მომზადება-გადამზადების კურსზე ამჟამად „თეგეტა აკადემიაში“ 15 სტუდენტი სწავლობს. 2-თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ „თეგეტა აკადემია“ კურს დამთავრებულების დასაქმებაზეც იზრუნებს.
გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების განვითარების სამ სახურის უფროსი: „ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსმა დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი ეტაპის წარმატებით ჩახურვის შემდეგ, უკვე მეორე ნაკადს ვმასპინძლობთ. ვფიქრობ, რომ ეს კურსი კერძო სექტორისთვის ქმნის შესაძლებლობას, დაასაქმოს კვალიფიციური კადრები ან გადაამზადოს თანამშრომლები. ამასთანავე, ინდივიდებს ვთავაზობთ, აითვისონ ახალი პროფესია ან გაიღრმაონ ცოდნა-გამოცდილება. სიმულატორი, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შევიძინეთ, სტუდენტებს პრაქტიკულ სწავლებაში ეხმარება. კურსის ბოლო ეტაპზე კი სტუდენტები რეალურ ტექნიკაზე გადიან სწავლებას“.
ექსკავატორის ოპერატორის მომზადება-გადამზადების კურსის პირველი ნაწილი უკვე დაასრულა აკადემიის სტუდენტმა დავით გოქსაძემ. იგი ახლა სიმულაციურ-პრაქტიკულ ტრენინგებსგადის. მისი თქმით, სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თუმცა „თეგეტა აკადემიაში“ ცოდნის გასაღრმავებლად მივიდა.
დავით გოქსაძე, პროგრამის მონაწილე: „ექსკავატორის ოპერატორის მომზადების კურსის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვე. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი სამშენებლო სფეროში და მქონდა სპეცტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება, თუმცა ყოველთვის მინდოდა, რომ ამ მიმართულებით მეტად განვვითარებულიყავი. „თეგეტა აკადემიაში“ უკვე გავიარეთ ექსკავატორის მახასიათებლები, მუშაობის სპეციფიკა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თემები.ამ ეტაპზე პრაქტიკულ სწავლებას გავდივართ და ტექნიკას რეალურ სიტუაციებთა ნმიახლოებულ გარემოში ვცდით. ეს ნამდვილად საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის და მჯერა, რომ ჩემს პროფესიულ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს“.
ოპერატორების მომზადება-გადამზადების პროგრამის შემუშავება „თეგეტა აკადემიამ“ 2022 წელს დაიწყო. პროექტი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთ წლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
ექსკავატორის მართვის ოპერატორის კურსის გარდა, „თეგეტა აკადემიაში“ მიმდინარეობს კიდევ ორი პროგრამა: ექსკავატორ დამტვირთველის ოპერატორისა და ჩანგლიანი დამტვირთველის ოპერატორის მომზადება.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია„თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯიდა მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი,
რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
„თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი
შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო
ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები