„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილი 7 ში, მასპინძლობს გურამ შავდიას სოლო გამოფენას „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ ცხოვრებას!“ გამოფენა გაიხსნება 15 ივნისს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 15 ივლისამდე.
გამოფენის დასახელება ვიქტორ ფრანკლის - ცნობილი ავსტრიელი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ფილოსოფოსისა და ნევროლოგის, ლოგოთერაპიის მეთოდის ავტორის ერთ-ერთი წიგნის სათაურია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრილი მეცნიერი აგრძელებდა ფსიქოთერაპევტის პრაქტიკას და ეხმარებოდა ტყვეებს პიროვნული უნიკალური მნიშვნელობის ძიებასა და აღმოჩენაში. ამ მეთოდით მან უამრავი ადამიანი იხსნა დეპრესიისაგან და გადაარჩინა.
ომის თემა გურამ შავდიას მხატვრობაში 2008 წლიდან ჩნდება. რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე მან არაერთი ტილო, გრაფიკული ნამუშევარი და კოლაჟი შექმნა. დღევანდელი უსასტიკესი ომი რამდენიმე ახალი ნამუშევრის შექმნის ინსპირაცია გახდა.
მაგრამ, გურამ შავდიას ეს გამოფენა ომზე არ არის. გამოფენა მშვიდობაზეა და ცხოვრების გაგრძელების და გადარჩენის იდეას ეძღვნება.
„ეს ომი ჩემი ნაწილი გახდა, - იქ ჩემი უახლოესი ადამიანი და მეგობარი იბრძვის“.
ომის თემაზე შექმნილი გურამ შავდიას ნამუშევრები განყენებული მოცემულობების ფიქსაციაა და არა ომის ბრუტალურობისა და სისასტიკის ბანალური ვიზუალიზაცია.
ომმა დაგვანახა, რომ ადამიანთა ცხოვრება მყიფეა და ყოველ წუთს შეიძლება დაიმსხვრეს. მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს შეუძლია პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, არჩევანი გააკეთოს სიცოცხლის მნიშვნელობაზე და უთხრას ცხოვრებას დიახ!
2007-2014 წლებში გურამ შავდია გერმანიაში, დიუსელდორფის ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა, ცნობილი მხატვრების, - მარკუს ლუპერცისა და ანდრეას შულცეს კლასში. სწავლის პერიოდში და შემდგომ წლებში ის აქტიურად იფინებოდა გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. სამი პერსონალური და მრავალი ჯგუფური გამოფენა ჰქონდა.
2020 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გურამ შავდიამ რამდენიმე პროექტში მიიღო მონაწილეობა:
2022 - “შინ მეგობრებთან“, კურატორი Mental Space, CCA, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-„თბილისი“, თბილისი
2022 - “ნიშნების მთა“, ნატალია ჰაგის გალერეა, იზრაელ ატენთან და ამადეუს ცერტასთან ერთად, კიოლნი, გერმანია
2020 - “იცნობდე შენს მეზობელს”, Oxygen 2020, კურატორი ირენა პოპიაშვილი, სასტუმრო სტამბა, თბილისი.
2014 წელს გურამ შავდია მონაწილეობდა ახალგაზრდა მხატვრების საერთაშორისო ბიენალეში “New Talents 2014“, კურატორი იოხენ ჰოიფელდერი, კიოლნი, გერმანია.
2013 - თიბისი ბანკისა და გერმანიის საინვესტიციო-დეველოპერული კომპანიის (DEG) ერთობლივი პროექტი TOUCH GEORGIA, კიოლნში, სადაც გურამ შავდია ცნობილ და ახალგაზრდა ხელოვანებთან ერთად გამოიფინა.
დღევანდელი გამოფენა გურამ შავდიას პირველი სოლო გამოფენაა საქართველოში.
გამოფენაზე წარმოდგენილია 2008-2022 წლებში შექმნილი ნამუშევრები.
ასევე, 18 ივნისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე, მარჯანიშვილის 7 ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან გურამ შავდიასთან, გამოფენის კურატორ ქეთევან კორძახიასთან და ფილოსოფოს ლევან შატბერაშვილთან. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრებენ გურამ შავდიას შემოქმედებაზე და გამოფენის კონცეფციაზე თუ რატომ ციტირებს ხელოვანი ვიქტორ ფრანკლინის წიგნის სათაურს „მიუხედავად ყველაფრისა, უთხარი „დიახ“ცხოვრებას“.
შეხვედრაზე დასასაწრებად გთხოვთ დარეგისტრირდეთ ბმულზე: https://www.conceptevents.ge/
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები