ონლაინ-სათამაშო ბიზნესის პოზიცია მოსალოდნელ რეგულაციებზე
2021-12-02 16:10:34
22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ გადასახადების გაზრდას, რეკლამების აკრძალვასა და მოთამაშეთა ასაკის აწევას, შემდეგ კი მათ საერთოდ აკრძალვას გეგმავდა.
აქედან ერთი კვირის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელდა ტექსტი, რომ მისი გადაწყვეტილებით ონლაინ კაზინოებს შემდეგი რეგულაციები დაუწესდებოდათ: ონლაინ სათამაშო სექტორის ჯამურად დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 70%-ით; აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს, სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს რომლებიც შემოსავლების სამსახურს მიმართავენ თვითშეზღუდვის მოთხოვნით, ასევე პირებს, რომლებიც მოხვდებიან შავ სიაში ოჯახის წევრების მოთხოვნით სასამართლოს გზით; აიკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, ასევე გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.
დღეს, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA), რომელიც საქართველოში ლიცენზირებული ონლაინ სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს, პრესკონფერენცია გამართა. მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა სექტორის პოზიცია დააფიქსირა.
„დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი“, - განაცხადა მამულაიშვილმა.
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
კომენტარები