SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
|
50-ამდე საწარმო და 300 სტუმარი - სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოში უკვე მეოთხედ გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორობის ხელშეწყობა, პასუხისმგებლობიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა და მეტი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენის უზრუნველყოფა.
B2B გამოფენის ოქროს სპონსორი და მწვანე საწარმოების წარმდგენი „თეგეტა გრინ პლანეტი“იყო. ორგანიზაცია „თეგეტა ჰოლდინგის“გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა და გარემოზე ზრუნვის იდეით საქმიანობს. ღონისძიების მონაწილეებს „თეგეტა გრინ პლანეტის“ სტრატეგიული პრიორიტეტები და მიზნები ორგანიზაციის დირექტორმა, შალვა ახვლედიანმა გააცნო.
შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: „გარემოსა და საზოგადოებაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებებია.სოციალური და მწვანე მეწარმეების საქმიანობა კი სწორედ მწვანე მომავალზე ორიენტირებული და საზოგადოებისთვის მდგრადი ცვლილებების მომტანია. ჩვენთვის საამაყოა, რომ ახლახან თეგეტამ მიიღო კორპორაციული მდგრადობის ჯილდოები სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერებისა და გარემოსდაცვით პროექტებში.
ჩვენ, როგორც „თეგეტას“ შვილობილი კომპანია, თანამოაზრეების გაძლიერების გზით, ვცდილობთ, მეტი დადებითი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენაშევქმნათ ქვეყანაში. ვფიქრობ, რომ ბიზნეს სექტორის ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვართ როგორც გამოფენის მხარდამჭერები, ისე B2B შეხვედრების მონაწილეებიც. ეს გამოფენა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა, გარემოზე მზრუნველმა ორგანიზაციებმა გავიცნოთ ერთმანეთი და ერთად მოვძებნოთ პლანეტასა და საზოგადოებაზე ზრუნვის საკითხებში საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტები“.
„თეგეტა გრინ პლანეტი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მსგავსი ფასეულობების მქონე თანამოაზრეების მხარდაჭერის გზით, ცდილობს, ქვეყანაში მეტი დადებითი სოციალური და გარემოს დაცვითი გავლენა უზრუნველყოს. სოციალური საწარმოების B2B გამოფენის პარტნიორობის მიზანი სწორედ სოციალური საწარმოების გაძლიერება და მწვანე მომავალზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა იყო.
სოციალური საწარმოების B2B გამოფენა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთ სივრცეში გასცნობოდნენ მოწინავე ქართული 50-ამდე სოციალური და მწვანე საწარმოს მრავალფეროვან პროდუქციასა და მომსახურებას.
---
Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები