თიბისის ESG აკადემია ბიზნესების წარმომადგენლებისთვ...
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს. იმისთვის რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო სწრაფი და მარტივი გახდეს ბიზნესებისთვის, ბანკი მათ აძლევს შესაძლებლობას, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი. რაც მათ მისცემს მეტ შესაძლებლობას, ნაკლებ დროში, მარტივად დაიმტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ.
სწორედ ამ მიზნით საქრათველოს ბანკმა ბიზნესებისთვის შეიმუშავა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა, რომელიც მოიცავს 3 მიმართულებას − ბუღალტერიის გაციფრულებას, სრულ ბუღალტრულ სერვისსა და ფინანსური ინფორმაციის სწრაფ მიმოცვლას. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბიზნესს შეუძლია მისი საჭიროებებიდან გამომდინარე ამ მიმართულებებიდან აირჩიოს ერთი ან რამდენიმე და ისარგებლოს მის ბიზნესზე მორგებული უპირატესობებით. კერძოდ: ბიზნესებს, რომლებსაც არ აქვთ გაციფრულებული ბუღალტრული ოპერაციები, შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუღალტრო პროგრამებით როგორიცაა: Balance და OneSoft.
მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს, ვისაც სურს საბუღალტრული ოპერაციების გამარტივება, საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიები Nexia TA, Grant Thornton, AGIC, Ants, MOORE abc დაეხმარებიან. კერძოდ, ისინი ბიზნესებს სპეციალური, 20%-იდან 50% მდე ფასდაკლებით მოემსახურებიან.
ასევე, დაფინანსებაზე მეტი ხელმისაწვდომობისთვის ბიზნესებს ვთავაზობთ API სერვისს, რაც ინფორმაციის სწრაფად მიმოცვლას ღილაკზე ერთი თითის დაჭერით უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად, ბუღალტერიის განვითარების პროგრამა ბიზნესს შემდეგ ბენეფიტებს სთავაზობს:
· სესხის მოთხოვნის სწრაფად დამუშავება,
· ლიმიტების წინასწარ დამტკიცება და მათი მარტივი მართვა;
· კომპანიაზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება
„საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდაჭერაზე ორიენტირებული ბანკი, ცდილობს მუდმივად იკვლიოს ბიზნესის საჭიროებები. სწორედ ასეთი კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის პრობლემას წარმოადგენდა მოუწესრიგებელი საბუღალტრო ანგარიშგება. ეს მათთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ფინანსური რესურსების მოძიების პროცესში. მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია არასწორ წარმოდგენას ქმნის კომპანიის შესაძლებლობებზე და ზღუდავს ფინანსურ ხელმისავწდომობას. სწორედ იმიტომ, რომ კომპანიებს ეს პროცესი მაქსიმალურად გავუმარტივოთ და შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები, მათ ვთავაზობთ ჩვენს პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საბუღალტრო რეპორტინგის მოწესრიგებასა და პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით სპეციალური API სერვისი, რაც ბანკსა და კომპანიას შორის ინფორმაციის მარტივ მიმოცვლასა და პროცესის გაციფრულებას ისახავს მიზნად. გვჯერა რომ რაც უფრო მეტად მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, მით მეტად შევძლებთ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.
18 მარტს, თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის ტრენინგს - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შ...
თიბისის გუნდმა, გაზაფხულის გამორჩეული შეთავაზებების ფარგლებში, მომხმარებლებს სპეციალური ქეშბექ აქცია განაწილებით ყიდვის შემთხვევაშიც მოუმზადა. მხოლოდ 8 მარტს, გალერია თბილისში, თიბისის პარტნიორ...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები