„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
· პოპმედიაში რეკლამის განთავსების სურვილი ასამდე ბიზნესმა გამოთქვა
1 მილიონი ჩვენება საჩუქრად - ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთმა“ 25 აპრილს გამოაცხადა. პროგრამაში ჩართვის სურვილი 2 დღეში 100-მდე მეტმა ბიზნესმა გამოთქვა. კომპანიების რეკლამა პოპმედიის სამივე პორტალზე popsport.com, popmusic.ge და popx.ge მაისის ბოლომდე უსასყიდლოდ განთავსდება.
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის responsible.ge ნაწილია.
„პროგრამის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ მასში ჩართული ბიზნესის რეკლამას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახავდა. გამომდინარე იქიდან, რომ პოპმედია სამ პლატფორმას აერთიანებს, არსებული სარეკლამო სივრცის მაქსიმალურად ეფექტურად გამოსაყენებლად მოგვიწია შემოსული განაცხადებიდან არჩევანი მცირე და საშუალო ბიზნესებზე გაგვეკეთებინა. რადგან მიგვაჩნია, რომ COVID-19-ის რეალობაში მათ მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. საბოლოოდ ჩვენი პროექტი მომხმარებელთან დაკავშირების სირთულეების გადალახვაში 30-მდე ბიზნესს დაეხმარება,“ - აცხადებს „ევროპაბეთის” მარკეტინგის დირექტორი, პროექტის responsible.ge-ს ხელმძღვანელი, ლაშა გოგუა.
პროგრამაში ჩართული ბიზნესები:
· NairNairi - ნაირნაირი თასმებისა და მაისურების ბრენდი
· Shno - შნო - ლითონისა და ხის ავეჯის ქართული საწარმო
· Medsoft - სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა
· Mob.ge; - ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეადაროს მობილურების ფასები საქართველოში არსებულ სხვადასხვა მაღაზიებს შორის სახლიდან გაუსვლელად
· Music House – „მუსიკის სახლი” მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც 16 წელია არსებობს და ამ დროისათვის 3 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში
· Dé Aure - ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი, რომელიც მომხამრებელმა საქართველოს თემატიკაზე შექმნილი ნივთებით გაიცნო
· Luni.com.ge - კომპანია ლუნი მომხმარებელს პროექტირების, დაგეგმვისა და რემონტის მართვის მომსახურებას სთავაზობს
· Makhati Game – ქართული არასერიოზული სამაგიდო თამაში
· On-shop.ge; Hap.ge ; Altex.ge; bauma.ge; - საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და სარემონტო მასალების ონლაინ მაღაზიები
· Green Residence - დეველოპერული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან არსებობს
· Leaf.ge - ამერიკულ ქართული განათლების ცენტრი
· Kolo - ავტომობილის რეცხვის სერვისი
· Guide Batumi - ბათუმის ელექტრონული გზამკვლევი
· GIFme - GIF-ებისა და ფოტოების გადამღები აპარატი, რომელიც ასევე ადგილზევე ბეჭდავს გადაღებულ ფოტოებს. აპარატი განკუთვნილია წვეულებებისა და ღონისძიებების გასახალისებლად.
· Buppee - დაბადების დღეების ონლაინ პლატფორმა, სადაც საჩუქრებს თავად იუბილარები ირჩევენ, ხოლო მეგობრები სწორედ ამ არჩევანის საშუალებას ჩუქნიან მათ.
პოპმედია სამ საინფორმაციო ვებპორტალს აერთიანებს. საიტებს popsport.com, popmusic.ge და popx.ge დღეში საშუალოდ 100 ათასამდე უნიკალური ვიზიტორი სტუმრობს და სპორტის, მუსიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებს, საინტერესო სტატიებსა და სხვადასახვაგვარ გასართობ მასალას ეცნობა.
---
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა „ევროპაბეთის” პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის გაგრძელებაა. პასუხისმგებლიანი თამაშის მასშტაბური კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. კამპანიის ფარგლებში ფუნქციონირებს ვებგვერდი responsible.ge, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ინოვაციური თუ კარგად გამოცდილი ტექნოლოგია და მეთოდი, რითაც „ევროპაბეთის” მომხმარებლები სარგებლობენ.
„ევროპაბეთი” 2015 წელს მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. პასუხისმგებლიანი თამაშის ქართულ ბაზარზე დანერგვა BETSSON-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები