„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
როცა სურვილი იმდენად დიდია და ძლიერი, რომ გყოფნის გამბედაობა, გაიხსნა და სამყაროს და ადამიანებს შენი მიზნის შესახებ ხმამაღლა აუწყო, ბარიერებიც ნელნელა იშლება, საზღვრები ქრება, და შენს ცხოვრებაში ჩნებიან ადამიანები, ვინც დაგინახავს, ნდობას გიცხადებს და მიზნისკენ სვლაში გეხმარება.
სწორედ ასე შეიცვალა სამყარო მსახიობ მარიკა ხუნდაძისთვის, რომელმაც, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის დამთავრების და რამდენიმე თეატრში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ არჩეულ პროფესიაში უფრო მეტად განვითარება და სრულყოფა სჭირდებოდა. ამ მიზნით მარიკამ რამდენიმე ბრიტანული სასწავლებელი შეარჩია, პორტფელიო შეადგინა და საბუთები მისაღებ კომისიას გაუგზავნა.
Royal Central School of Speech and Drama 1906 წლიდან არსებობს და დრამის მიმართულებით ბრიტანეთში ყველაზე ელიტარული სასწავლებელია, რომელმაც მარიკა ჯერ გამოცდებზე დაიბარა, რთული სამტურიანი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი, ქართველი სტუდენტი 15 საუკეთესოთა სიაში შეიყვანა და სასწავლებლად ლონდონში მიწვია. მთავარი სირთულე ახალგაზრდა მსახიობისთვის სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო.
„როცა მეგონა, რომ მთავარი სირთულე დავძლიე, აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დროს ვიდექი უფრო რთული, ტექნიკური პრობლემის წინაშე: ლონდონში სასწავლებლად წასვლა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თხოვნით მივმართე რამდენიმე ორგანიზაციას, მაგრამ თანხა საკმაოდ დიდი იყო, სასწავლებლის გადასახადთან ერთად მჭირდებოდა ბინა, დაზღვევა, საცხოვრებელი ხარჯი. ჩემი მეგობრების წყალობით, ეს ამბავი გახმაურდა და იმ დროს, როცა წასვლის იმედი თითქმის გადამეწურა, ფეისბუქის საშუალებით გამომეხმაურა თიბისი. მთელმა გუნდმა გაიზიარა მაშინ ჩემი ამბავი და საბოლოოდ, მათ უზრუნველყვეს ჩემი საცხოვრებელი ლონდონში, სადაც თიბისის დახმარებით წავედი. ამ ულამაზეს ბინაში დაიწყო ჩემთვის სრულიად ახალი ეტაპი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“ - ყვება მარიკა ხუნდაძე.
ბრიტანეთში დამოუკიდებელად ცხოვრება, მომთხოვნი გარემო, სწავლის განსხვავებული, ინდივიდზე ორიენტირებული მეთოდი, დისციპლინაზე და პასუხისმგებლობაზე აგებული ყოველდღიურობა ის ფაქტორებია, რამაც მარიკას ცხოვრება ერთი წლის განმავლობაში სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ ერთი წლის მანძილზე შეიცვალა, მისი ხედვა და საქმისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა.
„ყველაფერი გადატრიალდა. სხვა სამყაროში აღმოვჩნდი ხელოვნების თვალსაზრისით, ადამიანური თვალსაზრისით. იმათი მიზანია, ჩამოგაყალობონ ჯერ როგორც ინდივიდი, შემდეგ როგორც მსახიობი, რადგან ეს ორი განუყოფელია. ამისათვის გასწავლიან ყველა არსებულ ტექნიკას და მეთოდს, დაწყებული სტანისლავსკით, დამთავრებული მაისნერით, ყველაფერს, შემდეგ კი თავად ირჩევ, ირგებ მეთოდს. ამუშავებ ტექნიკას და როცა საგრიმიოროში შედიხარ, თავდაჯერებული ხარ, ფლობ შენს თავს და პროცესს. ესაა მთავრი - ინდივიდუალური მუშაობა შენს თავზე და იმაზე, რომ შეგეძლოს შენი თავისა და პროცესის მართვა, არ იყო დამოკიდებული არც რეჟისორზე და არც ანსამბლზე. ამ ერთმა წელმა ძალიან გამზარდა, შეიცვალა ჩემი ხედვა და დამოკიდებულება დისციპლინისა და პასუხისმგებლობისადმი.“
Royal Central School of Speech and Drama -ს მაგისტრატურის კლასიკური მიმართულებაზე სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე, შექსპირის პიესაში „ციმბელინი“, მარიკამ, რეჟისორ ბენ ნეილორის გადაწყვეტილებით, ერთდროულად სამი სხვადასხვა როლი შეასრულა.
„ამ პიესაში, რომელიც დღევანდელ აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება, მარიკას სპექტაკლის განმავლობაში სამ განსხვავებულ პერსონაჟად გარდასახვა უწევს - სამეფო კარის ექსცენტრული ექიმად, რომის სენატის წევრად და მოჩვენებად, პოსტუმუსის დედის სახით. მარიკა საოცრად კრეატიულია და მისი სამსახიობო შესაძლებლობები ძალიან ფართო სპექტრზე იშლება“ - ამბობს რეჟისორი, შექსპირის პიესების ცნობილი დამდგმელი, ბენ ნეილორი.
ერთი წლის განმავლობაში შექსპირისა და ჩეხოვის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისა თუ კინო-პროექტების შემდეგ, აგენტიც გამოჩნდა და მასთან ხელშეკრულებაც ზედმეტი სირთულეების გარეშე გაფორმდა. აგენტის შუამავლობით მარიკა ლონდონის ერთ თეატრში, The Actors Centre მიიწვიეს, სადაც ის დოსტოევსკის რომანის, „დანაშაული და სასჯელი“-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლში სონიას როლს შეასრულებს. სპექტაკლის პრემიერა The Actors Centre-ში 2020 წლის თებერვალში გაიმართება.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები