„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
საქართველოში ახალი წლის ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი წესი თუ ადათი აქვს.
თუმცა არის ტრადიციები, რომლებიც ერთ კუთხეში შეიქმნა, მაგრამ მალევე მთელ ქვეყანაში გავრცელდა და ახალი წელი მათ გარეშე ვეღარ წარმოგვიდგენია.
ასევე, ვიცნობთ ტრადიციებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა და თანდათანობით ქართულ ტრადიციადაც კი ყალიბდება. ჩვენ მოგიყვებით ორი საახალწლო სიმბოლოს შესახებ, რომელთა გარეშეც შობა-ახალი წელი უკვე წარმოუდგენელია.
ჩიჩილაკი (იგივე „ქართული ნაძვის ხე“)
საქართველოში ჩიჩილაკის დადგმის ტრადიცია ქრისტიანულ ეპოქას უკავშირდება, კერძოდ, წმინდა ბასილის სახელს. ახალი წელი „წმინდა ბასილის დღედ“ მოიხსენიებოდა, რადგან მისი ხსენების დღეს მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ ახალი წლის პირველ დღეს აღნიშნავს. როგორც ჩანს, საუკუნეების წინ ქართველებმა ჩიჩილაკის ბურბუშელები წმინდა ბასილის თეთრ წვერს დაუკავშირეს, ხეს ქრისტიანული დატვირთვა მიანიჭეს და მას „ბასილას წვერები“ უწოდეს.
ახალ წლამდე ორი კვირით ადრე თხილის გრძელ ჯოხს ჭრიდნენ და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე დაბრაწავდნენ და კანს გააცლიდნენ. ბოლოს თლიდნენ და თეთრი ფერის „ბასილას წვერებიც“ მზად იყო.
ჩიჩილაკს, ისევე როგორც ყველა სიმბოლოს, თავისი დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს. ჩიჩილაკის თავზე დამაგრებული ჯვარი კი რწმენის სიმბოლოა.
დღეს შობა და ახალი წელი ამ სიმბოლოს გარეშე წარმოუდგენელია. გირჩევთ, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ესტუმროთ, სადაც ჩიჩილაკების ფართო არჩევანი დაგხვდებათ. იქ თქვენთვის სასურველი ფორმისა და ზომის ჩიჩილაკის შეძენას საუკეთესო ფასად შეძლებთ, რადგან „გორგიაში“„ქართული ნაძვის ხის“ ფასები მხოლოდ 3,90 ლარიდან იწყება.
შობის ყვავილი (იგივე „საშობაო ვარსკვლავი“)
შობის ყვავილად წოდებული ულამაზესი მცენარე პუანტესა საქართველოში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა, მაგრამ უკვე შეძლო ბევრ ოჯახში თავის დამკვიდრება. მასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს:
მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა. თურმე, ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის ღამეს მოძღვარს ქოთნით პუანტესა მიართვეს. იმ ღამეს მცენარეს ფერი უცვლია და გაწითლებულია. პუანტესა ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. იმდენად მოიხიბლნენ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს flor de Nochebuena, ანუ შობის ღამის ყვავილი უწოდეს.
„შობის ყვავილი“ თავისი მწვანე ფოთლებითა და წითელი „ვარსკვლავებით“ იმდენად ლამაზია, რომ განსაკუთრებულად უხდება შობა-ახალი წლის დღეებს. მისი მოვლა არც ისე რთულია და ამბობენ, რომ მას ბედნიერების მოტანა შეუძლია. შორს რომ არ წავიდეთ, რა თქმა უნდა, მისი შეძენაც ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“ შეგიძლიათ. აქვე დაგხვდებიან კომპეტენტური ფლორისტები, რომლებიც მცენარის სწორად მოვლას გასწავლიან, რათა თქვენმა „შობის ვარსკვლავმა“ დიდხანს გაგახაროთ თავისი ლამაზი წითელი ყვავილებით. თანაც „გორგიაში“ „შობის ყვავილის“ ფასები მხოლოდ 6.60 ლარიდან იწყება.
„გორგიაში“ ნამდვილი, ულამაზესი „შობის ყვავილების“ ფართო არჩევანია. იქ თქვენთვის სასურველ „შობის ყვავილს“ საუკეთესო ფასად შეიძენთ და თქვენს სახლს ახალი მცენარით გაალამაზებთ.
თანაც არ დაგავიწყდეთ: ჩიჩილაკისა და „შობის ყვავილის“ ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო. უკვე საუკუნეებია, ორივე მათგანი ნაყოფიერების, ბარაქისა და ბედნიერების სიმბოლოა. შობა-ახალი წლის დღესასწაულს რამდენიმე კვირაღა გვაშორებს. ასე რომ, უკვე დროა, მომზადება დავიწყოთ. შეგიძლიათ, ჰიპერმარკეტ „გორგიას“ ნებისმიერ ფილიალს ესტუმროთ, სადაც ჩიჩილაკების, ნამდვილი „შობის ყვავილებისა“ და სხვა საახალწლო ატრიბუტების ფართო არჩევანი დაგხვდებათ, რომლებიც თქვენს სახლში საახალწლო განწყობას აუცილებლად შექმნის.
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები