„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
|
„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი
15 ნოემბერს, 17:00 საათზე, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის (მის: თბილისი, თამარაშვილის #4) პრეზენტაციას ოფიციალურად გამართავს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და GENERAL ELECTRIC –ის ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.
პრეზენტაციაზე მოწვეული არიან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, თბილისი მერი კახა კალაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხვა წარმომადგენლები, პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები.
„ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად, ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილია კომპანიის ულტრათანამედროვე აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგნიტურ - რეზონანსული (MRI) უახლესი 3 „ტესლა“ სკანერი, რომელიც მთელი სხეულის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის, სიმსივნის ადრეულ სტადიაზე დადგენის და დაავადების გავრცელების ზუსტი დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა. ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით, ის ასევე ქმნის დიაგნოსტიკის ახალ პერსპექტივებს ნევროლოგიაში და თავის ტვინის კვლევას დროის მცირე მონაკვეთში უზრუნველყოფს. ამავე დროს, ის ორჯერ სწრაფია, ვიდრე წინა თაობის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი“ - GENERAL ELECTRIC-ის აპარატურის უნიკალურობაზე საუბროს „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ დირექტორი, ზაზა კოპლატაძე.
გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ ხელმისაწვდომი იქნება ულტრაბგერითი და კომპიუტერული, ენდოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები, ასევე ძვლების და მეტაბოლური სიჯანსაღის შემოწმება.
პრეზენტაციამდე 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყობა. ტური გაცნობითი ხასიათისაა, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენს. მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ დირექტორი, ბატონი ზაზა კოპლატაძე უმასპინძლებს.
მოწვეული სპეციალისტები ტურის მონაწილეებს გააცნობენ დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.
„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები