„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
16 ოქტომბერს ვოლვო წარმოადგენს სრულიად ელექტრო ავტომობილს Volvo XC40-ს, უახლეი საინფორმაციო სისტემით, რომელიც მხარდაჭერილია ანდროიდის და გუგლის ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ. ვოლვომ განახორციელა საინფორმაციო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გამოყენებული იქნება ვოლვოს უახლეს მოდელ XC40-ში. ანდროიდის სისტემის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მომხმარებლის უპრეცენდენტო პერსონალიზაცია, რაშიც ასევე დიდ როლს ასრულებს გუგლი, თავისი ტექნოლოგიური სერვისებით.
ვოლვო არის პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს გუგლთან, ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს ინტეგრირებულ Google Assistant-ს, Google Map-ს და Google Play Store სისტემებს. ახალ სისტემაში წარმოდგენილია სრულად ინტეგრირებული ანდროიდის საავტომობილო სისტემა, რომელიც აერთიანებს გუგლის რუკებს, გუგლ ასისტენტს და სხვა საავტომობილო აპლიკაციებს.
ელექტრო XC40 არის ასევე პირველი ვოლვო, რომელიც მიიღებს პროგრამების და ოპერაციული სისტემის განახლებას ჰაერის მეშვეობით. სრულიად ელექტრო XC40 მუდმივად განაგრძობს განახლებას და გაუმჯობესებას, მიუხედავად სისტემების იმ პიკური რაოდენობისა, რომელიც ავტომობილს ქარხნიდან მოჰყვება.
„საბოლოოდ ჩვენ შევძელით და გაძლევთ იმ გამოცდილებას ავტომობილში, რომელსაც აქამდე მხოლოდ სმარტფონის საშუალებით იღებდით, თუმცა ეს ახლა ხდება უფრო უსაფრთხოდ, ხოლო საჰაერო განახლებების მეშვეობით თქვენი ვოლვო მუდმივად დარჩება ლიდერი ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით.“ - განაცხადა ვოლვოს ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.
ანდროიდის საავტომობილო ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი არის, ის რომ აღნიშნული სისტემა მოიცავს მილიონობით დეველოპერს. ახალ ვოლვოში ხელმისაწვდომია ის ტექნოლოგიები და სერვისები რომლებიც წარმოდგენილია Play Store-ში. გუგლის ასისტენტი მოგცემთ შესაძლებლობას აკონტროლოთ სისტემა თქვენი ხმის მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედებები, როგორებიც არის ტემპერატურის კონტროლი, ადგილმდებარეობის მონიშვნა, სასურველი მუსიკის ჩართვა და სხვა, ასევე შეძლებთ მესიჯების გაგზავნას.
მთელი ეს ინტეგრაცია განპირობებულია მძღოლის ყურადღების შენარჩუნებისთვის. გუგლის ასისტენტი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი სმარტფონი მასთან შეხების გარეშე. გუგლი მოგამარაგებთ უახლესი რუკებით და გამცნობთ ვითარებებს გზებზე რეალურ დროში, რაც მოგცემთ საშუალებას წინასწარ გაიგოთ არსებული შეფერხებების შესახებ და თავი აარიდოთ გადატვირთულ ქუჩებს. ეს ტექნოლოგიები გააუმჯობესებს თქვენი XC40-ის შესაძლებლობებს Advanced Driver Assistance Systems-ის მხრივ, ავტომობილს მიაწვდის ინფორმაციებს გზებზე სიჩქარის ლიმიტების შესახებ ან გზის მრუდების შესახებ, რომელებიც გამოყენებული იქნება მძღოლის გარეშე მართვისთვის.
ვოლვოს ჯგუფი ასევე განაგრძობს დამაკავშირებელი სერვისების განვითარებას ტექნოლოგიური სერვისის Volvo On Call-ის მეშვეობით. მაგალითისთვის, ახალი სისტემა სრულად იქნება ინტეგრირებული Volvo On Call-თან, რაც მოგცემთ ელემენტის დონის და დატენვის სტატუსის ნახვის საშუალებას. Volvo On Call-ი გამოიყენება ისეთი მოქმედებების შესასრულებლად თქვენი სმარტფონის მეშვეობით, როგორებიც არის ზამთარში ავტომობილის წინასწარი გათბობა, პარკინგზე ავტომობილის პოვნა, ავტომობილის გაღება /დაკეტვა ან გასაღების გაზიარება.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები