„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
“24 ოქტომბერს ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი. მე მგონია რომ ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს წარმატებით. რადგან სასამართლო ვერ შეეხება იმ ფუნდამენტს რაზეც დგას ქვეყნის განვითარება,“,-ამის შესახებ „ღვინის ქარხანა N1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „ღვინის ქარხანა #1-ის“ ტერიტორია 2015 წლიდან სასამართლო დავის საგანია და 10 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამრთლოში აღნინშულ საქმეზე სასამართლოს მთავარი მოსმენა გაიმართა.
ადვოკატის, არჩილ თაბაგარის თქმით, სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ინტერესების დამცველი, საქართველო ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაშია.
„დღეს სასამართლომ ჩართო საქმეში ახალი მტკიცებულება, რომლის შესახებ ჩვენ გვქონდა წინა დღეებში საუბარი. ეს მტკიცებულება ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს რომ სარჩელი არის აბსოლიტურ ტყუილზე დაფუძნებული, რასაც ჩვენ ვამბობდით და უკვე სასამართლომ მიანიჭა მტკიცებულებითი მნიშვნელობა. რაც იმას ნიშნავს, რომ გამოკვლეული უნდა იყოს საქმეზე.
ამ მტკიცერბულების შინაარსი კი მგომარეობს შემდეგში, გამოაშკარავდა, რომ ეგრეთ წოდებული დაზარალებული რეალობაში არ არსებობს. ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულმა 7 წლით თავისუფლება აღკვეთილი გიორგი მგალობლიშვილი თავისი სურვილით გაათავისუფლა პასუხისმგებლობისგან, იმ საფუძვლით რომ თურმე მას არ მიუყენებია ზიანი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი რომ ეს მტკიცებულება იქონიებს გარდამტეხ მნიშვნელობას საქმისთვის მაღალია.
რაც შეეხება არჩილ კბილაშვილის პოზიციას ის ძალიან მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაშია. მე როგორც აღვნიშნე დროის ერთ მონაკვეთში ის იცავდა ერთ ქონების მიმთვისებელს გიორგი მგალობლიშვილს, მეორე მონაკვეთში იცავდა მეორე მიმთვისებელ კორპორაციას, დროის მესამე მონაკეთში აღმოჩნდა დაზარალებულის ინტერესების დამცველი. მე ინტერესთა კონფლიქტზე არ ვსაუბრიობ კეთილსინდისიერების ჭრილში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ყველა უფლება უნდა განხორციელდეს კეთილსინდისიერად. არ შეიძლება კეთილსინდისიერი იყო როცა მოვლენის ერთ მონაკვეთს აფასებ ქონების მითვისებად, თაღლითობად, მეორე მონაკვეთში აფასებდე საწინააღმდეგოს. მე მისი იურიდიული პოზიცია სავალალო მგონია. „,-ამბობს თაბაგარი. მისივე თქმით, „სავანე ღვინის ქარანა #1-ის“ სარჩელი უსაფუძვლო და სიცრუეზე აგებულია.
„ჩვენ ვართ იმ მოცემულებაში რომ ვალდებული ვართ ვისაუბროთ ამ საკითხზე ,რადგან წარდგენილია უსაფუძვლო სარჩელი. არამარტო უსაფუძვლო დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, ტყუილზე აგებული სარჩელი. 5 წლის განმავლობაში გვატარებენ ტყუილზე აგებული ისტორიით სასამართლოში და გვიწევს იმის მტკიცებვა რომ ჩვენ არავის ქონება არ მიგვითვისებია. 24 ოქტომბერს ჩაინიშნა შემდეგი სასამართლო პროცესი. მე მგონია რომ ყველა ლოგიკით უნდა დასრულდეს წარმატებით. რადგან სასამართლო ვერ შეეხება იმ ფუნდამენტს რაზეც დგას ქვეყნის განვითარება. ქვეყნის განვითარება კიშეიძლება იდგას მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკასა და თავისუფალ ბიზნესსზე და ჩვენ თუ ჩამოვშლით კერძეო საკუთრებას არანაირი ბიზნესის განვითარებაზე საუბარი აღარ იქნება,“,-განაცხადა თაბაგარმა.
ამასთან, დღეს კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან სავანე ღვინის #1 ქარხნის“ ინტერესების დამცველმა, საქართველო ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. არჩილ კბილაშვილის თქმით, „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეში მათი სარჩელი დაკმაყოფილებას იმსახურებს:
„ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი სარჩელი იმსახურებს დაკმაყოფილებას. რა შედეგი იქნება მაგას ვერ გეტყვით. ის რომ იმსახურებს და დარწმუნებული ვართ იმ პოზიციაში რაც სარჩელში დავაფიქსირეთ ეს ერთი საკითხია. ეს რწმენა მაქვს“,-ამბობს კბილაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1 ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდანდაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1 ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობადღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილიკომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.
„ღვინის ქარხანა #1ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებულისასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციოსასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოსპირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.R
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები