„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
HUAWEI P Smart Z-ის გაყიდვები საქართველოში, HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიებში სამი თვის წინ დაიწყო. ახალი მოდელი პროგრესული ტექნოლოგიის, რევოლუციური ესთეტიკური დიზაინისა და ხელმისაწვდომი ფასის უნიკალური კომბინაციის წყალობით, ქართველი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა.
„მომავლის ტექნოლოგია ბიუჯეტურ სმარტფონში“ - ასეთი შეფასება მისცეს მას არამხოლოდ მსფოლიოში, არამედ ქართულ ბაზარზეც და არცთუ უსაფუძვლოდ, ეს არის სმარტფონი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს არ ჩამორჩეს დროს, მოდას და ეზიაროს მომავლის ტექნოლოგიას. HUAWEI P Smart Z შექმნილია ძირითადად სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, ანუ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სურთ დატკბნენ მომვალის ტექნოლოგიებით, თუმცა პერიოდულად უწევთ საკუთარი მცირე ბიზნესის მართვა და ამასთან დიდ დროს უთმობენ სწავლა-განათლებას.
და მაინც, რატომ ირჩევს HUAWEI-ს სმარტფონებს ქართველი მომხმარებელი? ალბათ იმიტომ, რომ კომპანიამ, რომელიც ბაზარზე მუდამ საუკეთესო მოწყობილობებს გვთავაზობს - ზუსტად იცის რა სურს მომხმარებელს და წინა პლანზე მათ ინტერესებს აყენებს. ეს იქნება ფასი, კამერის შესაძლებლობები, გამძლე ელემენტი თუ დამუხტვის სისწრაფე.
როგორც HUAWEI-ს საქართველოს წარმომადგენლობაში განმარტავენ, HUAWEI P smart Z გამომდინარე თავისი მახასიათებლებიდან გათვლილია ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის და გამოირჩევა როგორც დიზაინით ისე ისეთი ტექნიკური მახასიათებლებით, როგორიც არის კამერა, ელემენტი და პროცეოსრი. „როდესაც ვსაუბრობთ P smart Z-ის გამორჩეულობაზე რა თქმა უნდა ის უნდა განვიხილოთ შესაბამისი საფასო კატეგორიის ჭრილში, ანუ იმ ფასად რაც ღირს დღეს P smart Z ეს არის ნამდვილად საუკეთესო არჩევანი. და რა განაპირობებს მის გამორჩეულობს, პირველ რიგში უნდა აღნინიშნოს პოპ-აპ კამერა სრულიად ინოვაციური სელფის კამერა, რომელიც როგორც კი ჩართავთ გადაღებას სელფის რეჟიმზე, ავტომატურად ამოდის ტელეფონის კორპუსიდან და სელფ რეჟიმის გამორთვის შემთხვევაში მაშინვე ჩადის ასევე ავტომატურად და ეს ხდება წამებში. სწორედ ამ კორპუსში ჩაშენებული და ავტომატურად მოძრავი კამერის ხარჯზე დაიზოგა ეკრანის ადგილი, სადაც აღარ გვხდება წინა კამერა და შესაბამისად ეკრანიც არის უფრო დიდი და რა თქმა უნდა უფრო ფართო გამოსახულებასაც გვთავაზობს,“ - აღნიშნავს HUAWEI-ს მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი თინათინ ჯაფარიძე. მისივე შეფასებით, აღნიშნულ საფასო კატეგორიაში ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერათა სისტემა ნამდვილად ერთ-ერთი მიმზიდველი ფაქტორია მომხმარებლისთვის, რომელიც ნაკლებად არის გარკვეული პროფესიონალური გადაღების დეტალებში და სწორედ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაუწიოს მას შესაბამისი დახმარება, თვითონ დაარეგულიროს ფერები, განათება, ამიოცნოს ობიექტი და განსაზღვროს გადაღების დეტალები ისე, რომ უზრუნველყოს საუკეთესო შედეგი.
„ასევე ელემენტი, დღეს ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე სმარტფონი არის მოწყობილობა რომელიც მუდმივად გვჭირდება, იმდენად დამოკიდებულია ახალგაზრდა თაობა რომ ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც გახდა, აქ თავმოყრილია ჩვენი კონტაქტები, ინფორმაციები, თამაშები, საჭირო აპლიკაციები და ა.შ. შესაბამისად დიდი დისკომფორტია დამჯდარი ტელეფონი. სწორედ ამიტომ არის Huawei p smart Z საუკეთესო არჩევანი ახალგაზრდა თაობისთვის, რომელსაც სჭირდება გამძლე ელემენტის მქონე სმარტფონი,“ - მიაჩნიათ HUAWEI-ს საქართველოს წარმომადგენლობაში.
საბოლოო ჯამში Huawei p smart Z საუკეთესო არჩევანი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი მახასიათებლების გათვალისწინებით ადა ამავე დროს საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, შეიძლება ითქვას რომ P smart Z ეს არის ხელმისაწვდომი კოფორტი რომელსაც HUAWEI გთავაზობთ.
ცნობისათვის, Huawei P Smart Z - ეს არის კომპანია Huawei-ს ბიუჯეტური P Smart სერიის უახლესი მოდელი, ჭრილებისგან თავისუფალი ეკრანითა და პოპ-აპ კამერით, რომელიც მხოლოდ ფლაგმანებში გვხვდება, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით HUAWEI P smart Z-ს შეუძლია 500-ზე მეტი სცენის ამოცნობა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ის აანალიზებს და ოპტიმიზაციას უკეთებს სცენებს, რისი მეშვეობითაც თქვენი გადაღებული ფოტოები ყოველთვის მკაფიო და ზუსტი იქნება - ეს ის უპირატესობებია, რაც ქართველ მომხმარებელს არჩევანს კიდევ უფრო უადვილებს.
გარდა ამისა, ხშირად ისმის კითხვა, თუ როგორ შეგვიძლია გადავიღოთ ღამით კარგი ფოტო ჩვენი სმარტფონით? ხელოვნური ინტელექტით და Kirin 710F-ით აღჭურვილი HUAWEI P smart Z ყველა დავალებას წარმატებით გაართმევს თავს. უფრო მეტიც, მისი ობიექტივი დამატებითი ლინზების საშუალებით უზრუნველყოფს კრისტალურად სუფთა გამოსახულებას, დეტალების სრულყოფილად აღქმისა და განათების რეგულირების ტექნოლოგიით.
ცნობისათვის, P Smart Z აღჭურვილია 16MP + 8 MP + 2MP სამმაგი კამერის სისტემით. 8 MP-იან კამერას შეუძლია კადრი 120 გრადუსიანი გაფართოებით გადაიღოს, რაც ძალიან მოსახერხებელია ხედებისთვის. 2MP-იანი სენსორი ძირითად კამერასთან კოორდინირებულად მუშაობს და SLR ხარისხის ფოტოების გადაღების საშუალებას იძლევა.
P Smart Z-ის ეკრანი გამორჩეულია იმით, რომ მას საერთოდ არ აქვს ჩარჩო და სლაიდერი სრული ეკრანის შესაქმნელად. წინა კამერის, ყურსასმენისა და სინათლის სენსორის გადაადგილებით HUAWEI-მ შექმნა პრიალა 19.5:9 თანაფარდობის ეკრანი. 2340 x 1080 სრული HD გამოსახულებით და 391 PPI პიქსელის სიმკვრივით HUAWEI -ის ეკრანი ერთგვარი გამადიდებელი შუშასავით მოქმედებს - გაწვდის ყველა დეტალს. ფერების მდიდარი პალიტრა კი, ქმნის მკაფიო, ცოცხალ, კაშკაშა ვიზუალურ ეფექტს, თამამი ტექსტურითა და მკვეთრი მახასიათებლებით.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები