„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
კომპანია HUAWEI-მ უმძლავრესი და დახვეწილი HUAWEI Mate 30 სერია წარადგინა
კომპანია HUAWEI-მ 19 სექტემბერს წარდგენილი ფლაგმანური სერიით სრულიად შეცვალა სმარტფონთა ინდუსტრია. დახვეწილ, მძლავრ და მაღალი დონის სმარტფონებს მორიგი სერია შეემატა. 4, ულტრამგრძნობიარე და Cine (იგივე Movie) კამერითა და 5G ტექნოლოგიის მქონე Kirin 990 პროცესორით აღჭურვილი HUAWEI Mate 30 სერია კომპანიამ მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.
ექსპერტთა შეფასებით HUAWEI Mate 30 სერია მსოფლიოში პირველი მეორე თაობის 5G სმარტფონია, რომელიც ტექნიკური ინჟინერიისა და პროგრამული ინოვაციების მიმართულებით, სმარტფონების ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალს წარმოადგენს.
32 წლიანი გამოცილების წყალობით, რომელიც კომპანია HUAWEI-ს საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის მიმართულებით აქვს, Mate 30 სერია სხვა სმარტფონებისგან გამორჩეულად გამოიყურება და უფრო მძლავრად მუშაობს. ეს უახლესი სერია იდეალური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დახვეწილი დიზაინისა და ტექნოლოგიის ერთმანეთთან შერწყმა. მისი უნიკალური OLED-ის HUAWEI Horizon ეკრანი მომხმარებლებს არაჩვეულებრივ გამოსახულებას სთავაზობს. HUAWEI Mate 30 სერია HUAWEI-ს Kirin 990 სერიის ჩიპზე მუშაობს, რომელიც კომპანიის ყველაზე დახვეწილი სმარტფონისთვის, საგანგებოდ, შეიქმნა.
HUAWEI -ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, რიჩარდ იუს განცხადებით, HUAWEI Mate 30 სერია სმარტფონის სრულ პოტენციალს წარმოაჩენს. „ის შექმნილია იმისათვის, რომ გამოირჩეოდეს სხვებისგან და მომხმარებელს შეუდარებელი, ინოვაციური შესაძლებლობები შესთავაზოს. 5G-ს ერა არის სმარტფონის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გადახედვის პერიოდი და HUAWEI Mate 30 სერია არის საბოლოო გამოხატულება - იმის მაქსიმუმი, რაც ტექნოლოგიურად შეიძლება შესთავაზო ერთგულ მომხმარებელს”.
HUAWEI Mate 30 სერია გამორჩეულია დიდი და გამძლე 4200mAh და 4500mAh-იანი ელემენტით. სერია აღჭურვილია ულტრამგრძნობიარე კამერათა სისტემით. ეს ყველაფერი ISP 5.0 გამოსახულების სიგნალის პროცესორთან ერთად მომხმარებელს უმაღლესი ხარისხისა და გამაოგნებელი გამოსახულების მქონე ფოტოებისა და ვიდეობის გადაღების შესაძლებლობას სთავაზობს.
HUAWEI Mate 30 ნამდვილად გამოირჩევა თავისი შესაძლებლობებით კონკურენტებისგან, გამორჩეულ ფუნქციებს შორის არის:
• ოპერაციული სისტემა EMUI10 - უწყვეტი და შეუფერხებელი კავშირის შესაძლებლობა, რამდენიმე მოწყობილობას შორის, ასევე, მოწყობილობასა და აპლიკაციას შორის.
• Dark რეჟიმი - რეჟიმი შესაძლებლობას გაძლევთ ღამე უფრო მარტივად წაიკითხოთ სასურველი მასალა, რაც თვალისთვის გაცილებით უფრო კომფორტულია.
• ინტუიციური Side-touch ურთიერთქმედება უხილავი ვირტუალური კლავიატურის პერსონალურად მოსაწყობად, მოცულობის კორექტირებისთვის, გეიმინგისთვის და კამერის თქვენზე მორგებისთვის.
• AI ჟესტების კონტროლი - რათა გამოიყენოთ ეკრანი კონტაქტის გარეშე.
• HiCar - ჭკვიანი და სწრაფი მოგზაურობა მოწინავე, უწყვეტი კავშირით მოწყობილობასა და მანქანის კომუნიკაციისა და გართობის სისტემებს შორის.
• Multi-screen კოლაბორაცია - საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, გადაიტანონ და აკონტროლონ მონაცემები HUAWEI-ს მოწყობილობებს შორის, რამდენიმე ეკრანზე ერთდროული მუშაობის პარალელურად.
• HUAWEI 3D სახით განბლოკვა და ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სისტემა რათა უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობის დაცვა (მხოლოდ HUAWEI Mate 30 Pro).
ასევე მნიშვენლოვანია, რომ 6.53-ინჩიანი HUAWEI Mate 30 Pro და 6.62-ინჩიანი HUAWEI Mate 30 რამდენიმე ფერშია წარმოდგენილი: ზურმუხტისფერი მწვანე, კოსმოსური ვერცხლისფერი, კოსმოსური იასამნისფერი, შავი. ხოლო ტყის მწვანე და ნარინჯისფერი დამზადებულია ვეგანური ტყავისგან.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები