„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
კომპანია HUAWEI-მ 2019 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა - რომლის მიხედვითაც კომპანიის შემოსავალი ნახევარი წლის მონაცემებით 23.2%-ითაა გაზრდილი. რაც შეეხება კომპანიის მოგების მარჟას ის 2019 წლის პირველი ნახვერისთვის 8.7%-ის ტოლია. კომპანიის ხელმძღვანელის ჰუა ლიანგის თქმით, ფინანსური ოპერაციები გამართულად მიმდინარეობს და ორგანიზაცია განაგრძობს წინსვლას, ისე როგორც არასდროს.
2019 წელს HUAWEI-ს კარიერულ ბიზნესში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - პირველი ნახევრის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 146.5 მილიარდ ჩინურ იუანს მიაღწია. უსადენო ქსელური მოწყობილობების, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მსგავსი სახის პროდუქტების წარმოებისა და გაყიდვების სტაბილური ზრდის საფუძველზე.
ამ ეტაპზე კომპანია HUAWEI-მ, 5G ტექნოლოგიასთან დაკავშირებით 50 კომერციული ხელშეკრულება გააფრომა და გახსნა 150,000-ზე მეტი საბაზო სადგური მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რაც შეეხება საწარმოო ბიზნეს აქ კომპანიის შემოსავალი 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით 31.6 მილიარდი ჩინური იუანია.
2019 წლის პირველი ნახევრისთვის, სამომხმარებლო ბიზნესის შემოსავლებმა 220.8 მილიარდ ჩინურ იუანს მიაღწია, HUAWEI-ს სმარტფონების გაყიდვებმა 118 მილიონ ერთეულს გადააჭარბა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 24%-ით არის აგზრდილი. ასევე გაიზარდა ტაბლეტების, ლეპტოპებისა და სხვა სმარტ მოწყობილობების გაყიდვების მაჩვენებელი.
როგორც ირკვევა, კომპანია HUAWEI თავისი ეკოსისტემის მასშტაბების გაზომვასაც იწყებს, რათა გაუმჯობესებული მომსახურება შესთავაზოს თავის მომხმარებელს. ამჟამად, HUAWEI -ს მობილური სერვისების ეკოსისტემა მსოფლიოს მასშტაბით, 800,000-ზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერისგან და 500 მილიონი მომხმარებლისგან შედგება.
"შემოსავალი სწრაფად გაიზარდა მაისში. წლის პირველ ნახევარში ფინანსური ზრდის ასეთი მაჩვენებელი მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ამის ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას. ჩვენთვის სირთულეების გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს, შესაძლოა მომავალშიც იყოს გაკრვეული დონის სირთულეები, რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მაჩვენებლის ზრდის ტემპზე, თუმცა ჩვენ არ ვნებდებით და ვვითარდებით - ასეთია ჩვენი მიდგომა,” - აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი ჰუა ლინგი.
მისივე თქმით, კომპანია არ აპირებს განვითარების გზიდან გადახვევას და ტემპის შენელებას: „დარწმუნებულნი ვართ, რომ კომპანიას წინ ბევრი წარმატება ელოდება და ჩვენც განვაგრძობთ ინვესტირებას. მაგალითად , წელს 120 მილიარდი ჩინური იუანის ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ კვლევისა და განვითარების მიმართულებაში. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, გარკვეული სირთულეების სრულად დაძლევის შემდეგ HUAWEI ფინანსური ზრდის ახალ ეტაპზე გადავა.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
https://www.huawei.com/en/press-events/news/2019/7/huawei-announces-h1-2019-revenue
https://www.youtube.com/watch?v=IqBJV4lmFZM&t=13s„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები