ზღაპრების თარგმნა ჟესტების ენაზე - კომპანია HUAWEI არსებულ გამოწვევებს სპეციალური აპლიკაციით პასუხობს
2018-12-19 15:37:21
რამდენიმე თვეა, რაც მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 და HUAWEI Mate20 Pro გამოჩნდა. „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, რომლებიც უმაღლეს მიღწევას წარმოადგენენ ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ - ასეთი შეფასება მოჰყვა HUAWEI Mate20 სერიას, რომელიც საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად.
კითხვის სწავლა, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ბავშვებისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მშობლებმა და მასწავლებლებმა ხშირ შემთხვევაში არ იციან ჟესტების ენა, პატარები კი, ვერ აკავშირებენ ფურცლებზე არსებულ სიტყვებსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. კომპანია HUAWEI -მ არსებული პრობლემის გამარტივება და გამოსწორება ანდროიდში ჩაშენებული StorySign აპლიკაციით სცადა. „მიმართეთ თქვენი ტელეფონი საბავშო წიგნსკენ და აპლიკაცია, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, გადათარგმნის სიტყვებს ჟესტების ენაზე, რომელიც ნაჩვენები იქნება ეკრანზე ავატარის მიერ“, - ნათქვამია ინსტრუქციაში.
სპეციალურად შექმნილი, ანიმაცია-აპლიკაცია მხოლოდ ბავშვებს კი არ ეხმარება კითხვის სწავლაში, არამედ მშობლებსაც შეასწავლის ჟესტების ენას, რათა კომუნიკაცია მათ შორის უფრო გამარტივდეს და უფროსებმა თავადვე უამბონ ზღაპრები ბავშვებს. აპლიკაცია უფასოა და მის ჩასაწერად აუცილებელი არ არის HUAWEI -ს ტელეფონი გქონდეთ. ამჟამად აპლიკაციას 10 ენის თარგმნა შეუძლია ჟესტების ენაზე, მათ შორის, ევროპული ენებისაც. თითო ენას ამ ეტაპზე, მხოლოდ 1 წიგნი აქვს ადაპტირებული. სამომავლოდ, დაგეგმილია ზღაპრების დიდი კოლექციის შექმნა.
სასიამოვნო და რაც მთავარია საჭირო სიახლეები, კომპანია HUAWEI-სგან მხოლოდ ამით არ მთავრდება. HUAWEI Mate20-სა და HUAWEI Mate20 Pro-ში, კომპანია Microsoft-თან თანამშრომლობის შედეგად, ჩაშენდა სათარგმნი აპლიკაცია. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მიიღოს მაღალი ხარისხით ნათარგმნი მასალა და არ სჭირდება ინტერნეტი. შედეგის ხარისხის განსასაზღვრად, Microsoft-ი იყენებს ინდუსტრიის სტანდარტს - BLEU-ს - რომლის მიხედვითაც შეფასება ხდება ადამიანის თარგმანისა და პროგრამული თარგმანის შედარებით.
შიდა ტესტირების დროს, მთლიანი გვერდის თარგმანი არა მხოლოდ ზუსტი იყო, არამედ 3-ჯერ უფრო სწრაფი, ვიდრე Microsoft Translator-ის წინა ვერსია.
მაგალითისთვის - HUAWEI Mate20 Pro-ს ინდოეთში გამოსვლით, ინდოეთის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ გადათარგმნონ ჰინდი, ტელუგუ, ტამილი, ბანგლა და ურდუ. ასევე შესაძლებლობა გექნებათ ინგლისურად უკარნახოთ ტექსტი და მიიღოთ თარგმანი ინდურ ენაზე.
HUAWEI-ისპროდუქტებიდასერვისებიხელმისაწვდომია 170-ზემეტქვეყანაშიდაგამოიყენებამსოფლიოსმოსახლეობისმესამედისმიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტიკვლევისადაგანვითარებისცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსადაჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამიბიზნესერთეულიდანერთ-ერთი, მათძირითადმიმართულებასსმარტფონების, პერსონალურიკომპიუტერების, ტაბლეტებისადაქლაუდსერვისებისწარმოებაწარმოადგენს. HUAWEI-ისგლობალურიქსელიეყრდნობატელეკომუნიკაციისბიზნესში 20 წლიანგამოცდილოებასდაემსახურებამომხმარებლისთვისინოვაციურიტექნოლოგიებისშეთავაზებასმთელიმსოფლიოსმასშტაბით.
თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
კომენტარები