კომპანია HUAWEI-მ ჩრდილოეთის ნათება სიმფონიად გარდაქმნა
2018-12-11 12:48:07
როგორი ხმა აქვს სინათლეს?ეს იყო ამაღელვებელი კითხვა, რომელიც კომპანია Huawei-ს წარმომადგენელმა მასთან ერთად მომუშავე შემოქმედებით გუნდსა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებს დაუსვა...ამის შემდეგ, მათ შექმნეს ამბიციური პროექტი, რომელმაც ჩრდილოეთის ნათება, სინათლის მოძრაობის შესწავლისა და დაკვირვების გზით ტკბილხმოვან სიმფონიად გარდაქმნა და საზოგადოებას სულ ცოტა ხნის წინ, ავსტრიაში, ქალაქ ვენაში ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში წარუდგინა.
კომპანია HUAWEI-ის თანამშრომლების ამოცანა იყო გადაეღოთ ჩრდილოეთის ნათება ნორვეგიაში და ემუშავათ მასზე HUAWEI Mate20 Pro-ს ხელოვნური ინტელექტით, რათა აღმოეჩინათ ფოტოზე ასახული ნათების ძირითადი ელემენტები და შემდეგ, ესე ელემნტები გარდაექმნათ მელოდიად.
შემოქმედებითი გუნდის მთავარი გამოწვევა იყო შეექმნათ აუდიო-ვიზუალური პროდუქტი, რომელიც აქამდე უცნობი ჩრდილოეთის ნათების ენით კიდევ ერთხელ დადასტურებდა უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს.
ყველაფერი ასე დაიწყო.... ღია ცის ქვეშ, ტრომსოს ღამის ცაზე, ნორვეგიაში, კიეტილ სკოგლი და მრავალი ჯილდოს მფლობელი კომპოზიტორი, მარკ სეიფრიდსი, ეძებდნენ და იღებდნენ ჩრდილოეთის ნათებას. ამის შემდეგ მარკი მუშაობდა HUAWEI Mate20 Pro-ს ხელონვურ ინტელექტთან ერთად, რათა მოგროვებული მასალისგან შეექმნა სიმფონია. როცა კომპოზიცია შეიქმნა, ჯეიმს შერმანმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტორმა, ის ორკესტრთან ერთად ვენაში, ბრაჰმის მუსიკალურ დარბაზში შეასრულა. მან აღნიშნა, „ჩემი მიზანია შევქმნა, შთავაგონო და მიმართულება მივცე სიმფონიის შესრულებას და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სიცოცხლე შთავბერო მას. შევქმნა შეგრძნება, თითქოს ჩრდილოეთის ნათება გვესაუბრება მუსიკის მეშვეობით.“
კომპოზიტორმა მარკ სეიფრიდსმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ჩართულობამ მუსიკაში, ხელმისაწვდომი გახადა კრეატიული შესაძლებლობების სრულიად ახალი სპექტრი: „ხელოვნური ინტელექტის სისტემას შეუძლია აღიქვას ჩრდილოეთის ნათება და მოახდინოს მისი ანალიზი ფერის, ზომის, ფორმის და სიჩქარის მიხედვით.შემდეგ იგი ახდენს მუსიკის ვარიაციების გენერირებას იმის მიხედვით თუ რას დაინახავს. ამიტომ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აღიქვამს სინათლის ძლიერ ნათებას, მას შეუძლია ხმების მოდულირება, რათა ასახოს კომპოზიციის ინტენსივობა.ამის შემდეგ მე შემიძლია გამოვიყენო შექმნილი ელემენტები სიმფონიაში”.
სინათლის ხმა იყო ერთთვიანი პროექტი, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ამოიკითხოს ფოტოები და შექმნას ახალი ჟღერადობები.
თუ როგორი ჟღერადობა აქვს ჩრდილოეთის ნათებას - ამ კითხვას პასუხი HUAWEI Mate20 Pro-ს უმაღლესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით უკვე გაეცა.
სინათლის ხმის სიმფონიის წარდგენის ღონისძეიბას ვენაში 300-ზე მეტი ადამინი ესწრებოდა, მათ შორის იყვენენ მედიის წარმოამდგენლებიც. სიმფონია, სინქრონული ორკესტრის მიერ, ჯეიმს შერმანის ხელმძღვანელობითა შესრულდა.
HUAWEI-ისპროდუქტებიდასერვისებიხელმისაწვდომია 170-ზემეტქვეყანაშიდაგამოიყენებამსოფლიოსმოსახლეობისმესამედისმიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტიკვლევისადაგანვითარებისცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსადაჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამიბიზნესერთეულიდანერთ-ერთი, მათძირითადმიმართულებასსმარტფონების, პერსონალურიკომპიუტერების, ტაბლეტებისადაქლაუდსერვისებისწარმოებაწარმოადგენს. HUAWEI-ისგლობალურიქსელიეყრდნობატელეკომუნიკაციისბიზნესში 20 წლიანგამოცდილოებასდაემსახურებამომხმარებლისთვისინოვაციურიტექნოლოგიებისშეთავაზებასმთელიმსოფლიოსმასშტაბით.
თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...
თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
კომენტარები