1 8 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „ჯივიესმა“ პრემიუმ ბრენდის „თამადას“ ახალი ღვინის პრეზენტაცია გამართა

28 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია „ჯივიესმა“ პრემიუმ ბრენდის „თამადას“ ახალი ღვინოები - დიდებული რეზერვი და ქვევრი წარადგინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ 30-მდე რესტორნის შეფ-მზარეული, სომელიები, ასევე პარტნიორი კომპანიების, მედიისა და  „ჯივიესის“ წარმომადგენლები.

ღონისძიება კომპანიის ბრენდ მენეჯერმა, სალომე დოლიძემ გახსნა, რომელმაც  „ჯივიესისა“ და ბრენდი „თამადას“ ისტორიაზე ისაუბრა და მოწვეულ საზოგადოებას ახალი ღვინოები წარუდგინა.  

ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოივიდნენ „ჯივიესის“ მთავარი მეღვინე და აღმასრულებელი დირექტორი ფილიპ ლესპი და კომპანიის ელჩი ქეთი კენკიშვილი. მათ ისაუბრეს კომპანიის მრავალწლიან გამოცდილებასა და ღვინის დაყენების დახვეწილ ტექნოლოგიაზე.

„ჯივიესის“ მთავარმა მეღვინემ ყურადღება ქართულ და უცხოურ ბაზრებზე „თამადას“ ძლიერ რეპუტაციაზე გაამახვილა.  მისივე თქმით, „თამადა“ ნამდვილად, გამორჩეული ბრენდია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართულ ხელოვნებასთან. ეს ნათლად ჩანს „თამადას“ ლოგოსა და ეტიკეტზე, რომლებზეც ფიროსმანის ნახატი „5 თავადის ქეიფია“ გამოსახული. „შედეგად, ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათადაც კი, შეგვიძლია მივიჩნიოთ,“ - ითქვა პრეზენტაციაზე.

აღსანიშნავია, რომ წელს ნიკო ფიროსმანის გარდაცვალების 100 წლისთავია. სწორედ, ამ თარიღთან  დაკავშირებით, ვენაში, ალბერტინას მუზეუმში მხატვრის გამოფენა გაიხსნა. გალა ვახშამზე, რომელსაც 250 საპატიო სტუმარი ესწრებოდა,  „თამადას“ ღვინოები იყო წარმოდგენილი. ფილიპ ლესპის განცხადებით, „ჯივიესისთვის“ საამაყოა, რომ მათი საშუალებით ბევრმა ადამიანმა გაიცნო საქართველო, როგორც დიდი კულტურის მქონე და ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა.

ღონისძიების დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა „ჯივიესის“ ცნობილი პრემიუმ ხაზის ღვინოები   დააგემოვნეს. ამასთან, ქართული ღვინის მნიშვნელობაზე,  ღვინისა და კერძების შეხამებაზეც ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ “თამადა“ 2001 წელს შეიქმნა და მოპოვებული აქვს მრავალი ოქროს მედალი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე. ის აერთიანებს 7 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს: წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ხვანჭკარა, ქინძმარაული, ახაშენი, ტვიში. მასში ქართული სუფრის თამადის უნიკალური მახასიათებლებია გაერთიანებული. 

GWS - ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, “GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120  კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის.  70%  ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი. სულ მალე კი მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...