1 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკსა და მედიათეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

21 ნოემბერი, 2018- საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების პარტნიორობის შედეგად მედიათეკის ვაკის ფილიალი მსურველებს შუაღამამდე მოემსახურება. საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, მედიათეკის სამუშაო საათები 00:00 საათამდე გახანგრძლივდება. ცვლილების მიუხედავად, მომხმარებლებისთვის სერვისის ფასი არ შეიცვლება - ისინი კლავაც ძველი ტარიფებით შეძლებენ მედიათეკის აბონემენტების შეძენას. გაზრდილი სამუშაო საათებისთვის საჭირო ფინანსებს საქართველოს ბანკი გამოყოფს. ის მომხმარებლები კი, რომლებიც საქართველოს ბანკის სტუდენტურ ბარათს ფლობენ, მედიათეკის სერვისებზე სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ.

 

„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა და ის წლების განმავლობაში ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ამაზე მეტყველებს განათლების მიმართულებით ბანკის მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები. ჩვენ, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, გვსურს, ხელი შევუწყოთ საბიბლიოთეკო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას. მედიათეკის სერვისები ერთდროულად საინტერესოა როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პედაგოგებისა თუ კითხვის მოყვარული ადამიანებისთვის. ჩვენც გვსურს, უფრო მეტ მომხმარებელს ჰქონდეს ამ სერვისებით ხანგრძლივად სარგებლობის შესაძლებლობა“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

 

„მედიათეკა არის და რჩება ყველაზე ხელმისაწვდომ სივრცედ თბილისში, სადაც მომხმარებელს შეუძლია საბიბლიოთეკო სერვისებით სარგებლობა, შეხვედრების ოთახის, საკონფერენციო დარბაზების გამოყენება, ღონისძიებებზე დასწრება და არაერთ პროგრამაში ჩართვა. მედიათეკის კომფორტულ, თანამედროვე სივრცეში ჩვენი მომხმარებლები ყველაზე ხშირად სამუშაოდ ან სამეცადინოდ მოდიან. დღეიდან კი მედიათეკა ხდება პირველი დაწესებულება თბილისში, რომელიც შუაღამემდე მუშაობს და ამავდროულად ყველაზე ხელმისაწვდომია” - განაცხადა თბილისის მულტიფუნქციური ბიბლოთეკების გაერთიანების დირექტორმა, ნინია მაჭარაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის: 21 ნოემბრამდე მედიათეკის ვაკის ფილიალის 11:00-დან 21:00-მდე მუშაობდა. სამუშაო დროის გახანგრძლივებისთვის საჭირო რესურსების მოძიება მომხმარებლების თხოვნისა და რეკომენდაციების შედეგად განხორციელდა. თბილისის მედიათეკების ვაკის ფილიალი თვეში საშუალოდ 3000 ადამიანს მასპინძლობს. ვაკის მედიათეკა მომხმარებლებს მინიმალურ ფასად სთავაზობს საბიბლიოთეკო სერვისსა და კომფორტულ სივრცეს კითხვისა და მუშაობისთვის. გარდა ამისა, მომსახურების პაკეტში შედის პრინტერითა და სკანერით სარგებლობა.  ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერის მიზნით კი, მედიათეკის მომხმარებელს ვაკის პარკის ტერიტორიაზე ველოსიპედებით სარგებლობა  შეუძლია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...