1 8 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის პარტნიორობით popXspotlight-ი გაიმართა

20 ნოემბერი, 2018 - საქართველოს ბანკის, ქვეყნის წამყვანი ბანკის, მხარდაჭერით რიგით პირველი popXspotlight გაიმართა. ეს არის მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ების სერიიდან, რომელიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს მიეძღვნა. საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის მნიშვნელოვანია განათლების ხელშეწყობა, სფოთლაითი კი საუკეთესო სივრცეა გამოცდილების გაზიარებისა და იდეების გაცვლისთვის.  საქართველოს ბანკი მხარს უჭერს ფორმატს - გამორჩეული და საინტერესო იდეების მქონე ადამიანებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფართო საზოგადოებას გააცნონ საკუთარი მიგნებები, არაორდინალური იდეები, ხედვები და ღირებულებები.

 

popXspotlight-ის პირველი ღონისძიების თემა იყო „გამბედაობა“. ღონისძიებაზე საკუთარი გამოცდილება აუდიტორიას პანელდისკუსიებისა თუ 13 წუთიანი გამოსვლების, ვორკშოფების საშუალებით, 26-მა მონაწილემ გაუზიარა.  სპეციალურად ღონისძიებისთვის მოეწყო ექსპერიმენტული ოთახი და ოთახი ვორკშოპებისთვის. ღონისძიების პირველი ნაწილი მოიცავდა  5 დარბაზსა და 5 განსხვავებულ გამოცდილებას. სფოთლაითის მეორე ნაწილი დაეთმო ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 11-მა სპიკერმა 13+2 წუთში დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა საკუთარ გამოცდილება, ხედვა და მოსაზრებები.  

 

„საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში spotlight-ის ოფიციალური პარტნიორია. ბანკისათვის მნიშვნელოვანია განათლების,  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშეწყობა. ეს მიმართულებები წლებია ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, რათა საკუთარ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ბანკი დიდ რესურსს დებს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით.  ამის დასტურია ის, რომ საქართველოს ბანკი პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის სტრატეგიის დანერგვა დაიწყო და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, შექმნა ახალი სტრატეგიული მიმართულება BOG Fintech, სპეციალური პლატფორმა www.fintech.ge და ე.წ. API Sandbox - მზა პროგრამული გარემო ბანკის სერვისებთან ინტეგრირებული პროტოტიპების მარტივად შესაქმნელად. საქართველოს ბანკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...