1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სტუდია “მართვეში” აღსაზრდელების მიღება განახლდა

სტუდია „მართვეში“  მსურველთა თხოვნით 2018-2019 სასწავლო წლისათვის მოსწავლეების მიღება განახლდა. იმ აღსაზრდელებმა, რომლებმაც ვერ მოასწრეს  დარეგისტრირება 1 სექტემბრამდე, შესაძლებლობა ეძლევათ ოქტომბრის ბოლომდე შემოუერთდნენ ქართული ფოლკლორის დიდ ოჯახს. სტუდიაში მიიღებიან აღსაზრდელები 6 წლის ასაკიდან.

მნიშვნელოვანია, რომ სტუდიაში შეისწავლება ქართული ხალხური სიმღერა დატრადიციული გალობა, ქართული ხალხური საკრავები, ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, მხატვრული კითხვა და მეტყველება. 40 წლის განმავლობაში „მართვეში“ თაობები აღიზარდა, რამაც უდიდესი გავლენა იქონია ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაციის და მომავალი თაობებისთვის ფოლკლორის  გადაცემის საქმეში. 

2018 წლის გაზაფხულზე, სტუდია „მართვე“, როგორც სტრუქტურული ერთეული ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "რუსთავს შეუერთდა. სწორედ, ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მარტიდან დაიწყო სტუდიის  ძირეული რეორგანიზავია. პროექტი "მართვესახალი სიცოცხლე”, ანსამბლის ორგანიზაციულ ფორმირებას, ახალი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, სწავლების ხარისხის ამაღლებას, განახლებული ძალითა და ენერგიით სტუდიის საქმიაობას გააფართოებს გულისხმობს. მართვეს სამხატვრო ხელმძღვანელად მოწვეულნი არიან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ ბასიანის  ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. განახლდა სასწავლო პროგრამა და დაემატა ახალი  სასწავლო დისციპლინები, რაც მიზნად ისახავს სწავლის ხარისხის ამაღლებას და პროფესიონალი მომღერალ -მგალობელის აღზრდას,” - განმარტავს   ანსამბლ "რუსთავის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გაბუნია.

მართვეს დაარსებიდან 40 წელი გავიდა. ანსამბლში და მის მოსამზადებელ სტუდიებში უკვე  ბიჭუნათა ხუთმა თაობამ გაიარა, 1000-ზე მეტმა ბავშვმა შეისწავლა ხალხური სიმღერები. მართვე თავისი საკონცერტო მოღვაწეობით, სატელევიზიო გამოსვლებით, რადიოჩანაწერებით და მოღვაწეობის სხვა ფორმებით წლების მანძილზე პოპულარიზაციას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერას, რითაც მოზარდი თაობის დიდი ინტერესი გამოიწვია. თუ დღეს საქართველოში ასე მომრავლდა ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები. მართვეში არზრდილი თაობები უკვე თავიანთ შვილებს ასწავლიან ხალხურ სიმღერებს. ტრადიცია დღესაც გრძელდება და თაობებს გადაეცემა. ანსამბლმა თავისი არსებობის მანძილზე 1500-ზე მეტი კონცერტი გამართა. მონაწილეობა მიიღო ბევრ ტელე და რადიოგადაცემაში.

„მართვე“ თბილისის ფოლკლორის სასახლეში ფუქნციონირებს (მის: არტოს ბაღი, აღმაშნებელის 103/105) სამომავლოდ, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, სკოლამ უნდა შეიძინოს ახალი სახე, მოიზიდოს მომავალი თაობა დახვეწოს შემოქმედებითი პროცესი, კიდევ უფრო მეტად ხელი შეუწყოს ქართული ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაციას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...