1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სტარტაპერი“ დამწყებ ბიზნესებს ახალ ფინანსურ პროდუქტს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებს ინოვაციურ ფინანსურ პროდუქტს - 15 000 ლარამდე სტარტაპსესხს სთავაზობს უზრუნველყოფისა და თანამონაწილეობის გარეშე და სტარტაპერებს კაპიტალზე ხელმისაწვდომობას უმარტივებს.

 

15 000 ლარამდე სტარტაპსესხით სარგებლობისას, დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები შეძლებენ, როგორც უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას, ისე ბიზნესიდეის რეალობად ქცევას.

 

სესხით სარგებლობა ნებისმიერი სფეროსა და მიზნობრიობის ბიზნესსაქმიანობის განვითარებისთვის არის შესაძლებელი, მათ შორის ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების, მომსახურების, წარმოებისა და ელ.კომერციის მიმართულებით (გარდა სტანდარტული ვაჭრობისა).

 

პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. დაინტერესების შემთხვევაში, სტარტაპერებმა განაცხადი პროგრამის ვებ-გვერდზეhttps://startuperi.ge/ka/teq-startap-sesxi უნდა შეავსონ, რის შემდეგაც ბანკის წარმომადგენლები მათ დაუკავშირდებიან. განაცხადის შევსებისას ბიზნესგეგმისა და სხვა მონაცემების დამატებით წარდგენა არ მოითხოვება. რაც შეეხება სესხის პროცენტს, ის ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბიზნესისა თუ იდეის რისკიანობაზე, მომხმარებლის გამოცდილებასა და სხვადასხვა ფაქტორზე.

 

პროგრამა „სტარტაპერი“ თიბისი ბანკმა 2 წლის წინ დაიწყო. მიზანი  დამწყები კომპანიების მხარდაჭერა და სტარტაპეკოსისტემის განვითარება იყო. დღეს პროგრამა უკვე  17 000 სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. 75 მილიონი ლარით „სტარტაპერმა“ უკვე 400-მდე კომპანიას გაუწია ფინანსური მხარდაჭერა.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე  www.Startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამის მონაწილე სტარტაპების შესახებ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...