1 8 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

თბილისი, 19 ოქტომბერი, 2018 - „ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი - ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურებისა და  სისუფთავისთვის მიიღო. Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა. ამჯერად ხარისხის უმაღლესი ჯილდო ქუთაისის, გორისა და თბილისში ცინცაძის ქუჩაზე,  სავაჭრო ცენტრ „ისტ პოინტსა“და „თბილისი  მოლში“ მდებარე „ვენდის“ რესტორნებს ერგო.  

 

გამარჯვებული რესტორნის თანამშრომლებს ჯილდო „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა გადასცა. გაბორ ჰავარის მიხედვით:  „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ღირსეულ ჯილდოს“.

 

„„ვენდი“ მუდმივად ცდილობს შეასრულოს დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ხარისხის კონტროლის უახლესი სისტემების დანერგვითა და იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებით ჩვენ შევძელით შეგვექმნა გამორჩეული გემო, რომელიც „ვენდის“ საყვარელ თავშეყრის ადგილად აქცევს. ყოველდღიურად ახალი  ქართული ხორცპროდუქტებით, პურით, ნაყინითა თუ სხვა ადგილობრივი პროდუქტებით დამზადებული უგემრიელესი კერძები და ჩვენი მომსახურების დონე შეუმჩნეველი არც „ვენდის“ სათაო ოფისს დარჩა. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა.“, აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

 

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...