1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. აქ წარმოებულ პროდუქციას არა მხოლოდ ყატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს“

ს.ს „ქართული ლუდის კომპანიამ“  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს დელეგაციას,  ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრს მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰს და ყატარის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის განვითარების, მეცხოველეობის და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს უმასპინძლა. დელეგაციის  წევრებმა   ქარხანა  დაათვალიერეს და  საწარმოში მიმდინარე პროცესებს გაეცვნენ.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში. აქ წარმოებულ პროდუქციას არა მხოლოდ ყატარის, არამედ ევროკავშირის სხვა მრავალი ქვეყნის ბაზრის ათვისების რეალური პოტენციალი აქვს. ქართული პროდუქტები მიმზიდველია როგორც ხარისხით, ისე გემოვნური თვისებებით“, - განცხადა ყატარის სახელმწიფოს მუნიციპალური განვითარებისა და გარემოს დაცვის მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის მიზნით, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰი საქართველოში პირველად იმყოფებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები, მათ შორის, ყატარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დიდი პოტენციალი აქვს.

მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰის განცხადებით, საქართველოს, უახლოეს მომავალში, სხვადასხვა ტიპის პროდუქტის შეძენის მიზნით, კატარის სახელმწიფოდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

ვიზიტის დასასრულს, მოჰამედ ბინ აბდულა ალ რუმაიჰმა მადლობა გადაუხადა უშუალო მასპინძელს,  ლევან დავითაშვილს გულითადი მასპინძლობისთვის და კოლეგა, ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, კატარის რესპუბლიკაში, 2019 წლის მარტში დაგეგმილ გამოფენაზე მიიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...