1 8 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბორჯომის პლატოზე საშემოდგომო დარგვები დაიწყო

პროექტის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ფარგლებში, რომელიც თავის მხრივ ბორჯომის ტყის აღდგენა-განახლებას ითვალისწინებს, ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე  1850 კავკასიური ფიჭვის  ნერგი დაირგო.

„ბორჯომი“ პროექტში უკვე მეოთხე წელია რაც ჩართულია და დღემდე ბრენდის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი ეგიდით 3 ჰექტარ მიწის ფართობზე 7500 ნერგი დარგო. „ბორჯომის“ მიზანია, აღადგინოს ტყის საფარი ბორჯომში და ასევე, აქტიურად ჩართოს საზოგადოების წევრები ტყის აღდგენის პროცესში.

მინერალური წყლის ბრენდი „ბორჯომის“ ინიციატივით ჩატარებულ საშემოდგომო რგვებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, 112-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის და დაცული ტერიტორიების სამსახურების, ასევე, მედიის წარმომადგენლები და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.

 „ტყის აღდგენისა და მისი შენარჩუნების პროცესში კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ბორჯომში, პლატოს ტერიტორიაზე  1850 კავკასიური ფიჭვის  ნერგი დაირგო. ამ მნიშნელოვან საქმეში გარკვეული წვლილი შევიტანეთ ჩვენც, 112-ის თანამშრომლებმა და დავრგეთ ნერგები. მადლობა IDS ბორჯომს, რომ ზრუნავს გარემოსდაცვით საკითხებზე და უკვე მეოთხე წელია ჩართულია ბორჯომის ტყის საფარის აღდგენის პროექტში,“ - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის დირექტორმა ნიკა გელშვილმა.

ამ დღესვე, გაიმართა დაჯილდოვება „ბორჯომის გმირი“, რომლის დროსაც „ბორჯომის“ წარმომადგენლებმა 2017 წელს ხეობაში ტყის მასივში ხანძრის ეპიცენტრსა და ლოკალიზაციის დროს მომუშავე ადამიანებსა და სამსახურებს  მადლობა გადაუხადეს.

 „ტყის საფარის აღდგენა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენარჩუნება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ჩვენი პროექტიც, რომელიც უკვე ბევრი წელია არსებობს,  სწორედ, ამას ემსახურება, დავრგოთ ახალი ნერგები და 5 წლის მანძილზე განვახორციელოთ მოვლა - პატრონობა. ასევე, მნიშვნელოვანია, ამ თემაზე ბევრი საუბარი, რათა საზოგადოების ფართო მასები ჩავრთოთ ამ მიმართულებით და ისინიც ბუნების გულშემატკივრებად გადავაქციოთ.  წელს, აგვისტოს ხანძრის ერთი წლის თავზე მადლობა გადავუხადეთ ადამიანებს, რომლებმაც ბუნების მნიშვნელობა კარგად იციან, ვინც თავი არ დაზოგა და ზოგ შემთხვევაში გაწირა კიდეც  იმისათვის, რათა გადაერჩინა და შეენარჩუნებინა ტყე, - აღნიშნა კომპანია IDS ბორჯომის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა,  ნიცა ჩოლოყაშვილმა.

ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანია მინერალური წყლის ბრენდის „ბორჯომის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ეგიდით  „ბორჯომი ბუნების გულშემატკივარი“ 2015 წლიდან ხორციელდება.  ამ ხნის განმავლობაში მოხერხდა  3 ჰექტარი ტყის აღდგენა და დაირგო 7500 ნერგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...