1 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბანკში „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელს უპასუხეს

თიბისი ბანკში ზაზა ოქუაშვილის განცახდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. ბანკის  იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„ეს კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, სათანადოდ რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. არავითარი საეჭვო არ აღინიშნებოდა ამ კომპანიის დოკუმენტაციაში. 

მსგავსი ტრანზაქციები ყოველ დღე ხორციელდება ჩვენს მსხვილ ფილიალებში. გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მსგავს ტრანზაქციებში არ მონაწილეობენ, ამიტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ტრანზაქცია განხორციელდა კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ნორმების დაცვით, სამუშაო საათებში, რადგან ეს ფილიალი საღამოს 8 საათამდე მუშაობს. კომპანიამ განკარგა საკუთარი სახსრები კანონის მოთხოვნების დაცვით.  

აღნიშნული თანხა, ამ შემთხვევაში, მარჯანიშვილის ფილიალში ხელმისაწვდომი იყო და ბანკი მოემსახურა კლიენტს იმავე დღეს,“ - განაცხადა ეგუტიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ  ყველა ტრანზაქცია, რომლის თანხაც 30 000 ლარს აღემატება და საეჭვოა რეპორტდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

თიბისი ბანკს აღნიშნულ თემებზე მსგავსი სიცრუის გავრცლება რეპუტაციულ ზიანს აყენებს, ამიტომ ბანკი აპირებს მოახდინოს სათანადო სამართლებივი რეაგირება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...